1890 წელი. გაზაფხული. ანერვიულებული ლიზა ოთახში ბოლთას სცემს. შეიძლება ვანო მოვიდეს. როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც ხალისიანი, მხიარული შეძახილებით შემოვა… მაგრამ უწინდებურად ვეღარაფერი იქნება. ერთია სიყვარული და მეორე პასუხისმგებლობა ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს, თავისუფლება კი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არა, შვილი ნამდვილად არ ენდომება. ოჯახი მეტისმეტად მძიმე ტვირთია. მეორე მხარეს ნათესავები – ნამდვილად არავინ აპატიებს… […]
მეოცე საუკუნის დასაწყისი. უკრაინა. ულამაზესი ანა ანტონ პეტრენკოზე ქორწინდება. სიყვარულით გათხოვდა. ჯვრისწერის ცერემონიამაც ლამაზად ჩაიარა. მეორე დილით გათხოვილი ქალის ამპლუაში გაიღვიძა. როლი არ ეუცხოვა, ესიამოვნა კიდეც. ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო და სამზარეულოში ხალისიანი შევიდა, უნდოდა, მეუღლისთვის საუზმე მიერთმია. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ახალმა დიასახლისმა ჩათვალა, მეგობრები გვეწვივნენო და მათ დასახვედრად მომღიმარი გაემართა, მაგრამ ზღურბლთან ახალგაზრდა ქალი […]
“ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. ვანელები ისე დაფრთხნენ, ისე დაიბნენ, მერე აღარც უცდიათ დაკარგულის ძებნა და დაბრუნება. მათი ღრმა რწმენით, ზღვამ ისინი რაღაც დიდი ცოდვის გამო მოატოვა, დიახ, […]
2010 წ. 11 დეკემბერი. 23 საათი. თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი 10 – მდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ შუქი ჩაქრა. ელექტრო ენერგიის შეწყვეტიდან 15 წუთში ფიროსმანს რომ დავენახეთ, ალბათ ბედნიერებისგან ძალიან ბევრს იტირებდა. მისი ოცნება ჩვენ განვახორციელეთ, სანთლის შუქზე ჩაის ვსვამდით და ფრიად მაღალ […]
ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი, უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, […]
(ელენე დარიანის ჯერ დაუბეჭდავი ლექსი) ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი, ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის, და ისე ველი ვიღაც ვაჟსა, ვით ალს კანდელი, ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს. ვგრძნობ, მეპარება ფეხშიშველი, უშარიშუროთ, და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს… ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო, ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს. […]
1890 წელი გაზაფხული… ” – დილაზე ლიზასთან მივიდა მისი მეგობარი ქალი და აღშფოთებულმა უამბო, ვანოს წუხელ ბაგრატიონების ქალი უთხოვიაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და რისხვა გამოეხატა. ვანო მოვარდა, ჩაუვარდა მუხლებში, სცადა აეხსნა, რომ დალეული იყო, რომ ეპატიებინა მისთვის. ისე ემუდარებოდა, მე ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისაკენ უჩვენა გზა… ლიზა ფეხმძიმედ იყო. ვანო […]
ქალები ყოველთვის ცოტა ჩრდილში რომ არიან, ეს ყველამ იცის. თურმე ამჟამად განსაკუთრბეით ( იუწყება ერთ-ერთი შემაშფოთებელი სტატისტიკა) ცხადია, ეს ასე არ უნდა იყოს და დღეს მორიგ ქალბატონს წარმოგიდგენთ. ჩემი საყვარელი მარო მაყაშვილი. პირველი ქართველი გმირი ქალი. მაშინ კომპიუტერი და ინტერნეტი რომ ყოფილიყო, ბლოგერი იქნებოდა. რაკი არ იყო, დღიურებს წერდა. ამ დღიურებით დღეს ახალი ბლოგი იწერება. დიდი […]
კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება. კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა… კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით. ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს. ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ […]
უთავბოლო ლაბირინთში წარსულს აწმყო სდიოდა, მწუხრის პირას, დარდის ქვასთან, სული გზს უჩიოდა, … და აი, ორი ოსტატიც, ჰამო და ენაწყლიანი: 1. ანგარება მდიდარი 2. გარიგება ჭკვიანი გააკეთეს ბამბის გზა და ამინდიც მზიანი… … … და დადიოდა ამჟამიდან სული უმტკივნეულოდ, დიდ გარჯას და ძალისხმევას აღარ საჭიროებდა ყველაფერი კარგად იყო, ოღონდ კვალს ვერ ტოვებდა…
პაოლო იაშვილი, ელენე დარიანი, ელენე ბაქრაძე.. დღემდე გაურკვეველია, ვინაა დარიანული ლექსების ავტორი. ამ პოსტში ლიტერატურის მუზეუმში და სხვადასხვა პირად არქივებში დაცული მასალით “შეკოწიწებულ” ერთ ლამაზ ისტორიას გთავაზობთ.. მაშ ასე, როგორ იწერებოდა აკრძალული ლექსები… როგორ შეიქმნა “პირამიდებში”, ვინ იყო ელენე ბაქრაძე, რა ურთიერთობა ჰქონდა პაოლო იაშვილთან და როგორ ცხოვრობდნენ ცისფერყანწელები… 1912 წელი… ზაფხული… საჩხერის მახლობლად, ლესევში… […]
ხიბლმა ვნება შეშალა, ნდომას ელდა ეცაფიქრს სადავე დაუსხლტა, ჟინმა იმხო ზეცა,… სურვილივნებით დახშულიდა ტაბუსილაგაწნული! აკრძალული ხილი, ხიბლი ბევჯერ მოგებული,შეტეხული ღიმილი – ზუსტ მომენტზე მორგებულიმზერა ჩუმი, დახვეწილი, თავხედი და ნიჭიერი,აღქმა სრული, მყისიერი, მაღალი და მიწიერი. გაცინება გამიზნული, შეხება მუდამ მშიერი,აღსარება გაბედული, წრფელი და მაინც ცბიერი.სიყვარული თვითსავსე, მალული, ცოდვისმიერი.გულახდილად განცდილი, მიწის ბრუნვაზე ძლიერი.