რვეულიდან “ლალი და ზურმუხტი” “ეშმაკის მათრახი”. 1916წ ზღვა ირხევა,- ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა ნავებს ზეგაწოლილს ჩემს მაგარ ტანს არხევს, არწევს, აქანავებს მზე ტანს იბანს,- ცხელი თითით აგზნებს, მიშლის თმის დალალებს, ტალღის ნელი პეშვით მკოცნის, უხვად მაყრის სისხლის ლალებს. ვერთვი თვლემას,- ნელინელ თვალს ენისლება სიზმარეთი აღარ მახსოვს თუ ვინა ვარ, ზღვის თვალი თუ მზის ნაკვეთი ტანს მეხვევა […]
Tags: