მეოცე საუკუნის დასაწყისი. უკრაინა. ულამაზესი ანა ანტონ პეტრენკოზე ქორწინდება. სიყვარულით გათხოვდა. ჯვრისწერის ცერემონიამაც ლამაზად ჩაიარა. მეორე დილით გათხოვილი ქალის ამპლუაში გაიღვიძა. როლი არ ეუცხოვა, ესიამოვნა კიდეც. ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო და სამზარეულოში ხალისიანი შევიდა, უნდოდა, მეუღლისთვის საუზმე მიერთმია. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ახალმა დიასახლისმა ჩათვალა, მეგობრები გვეწვივნენო და მათ დასახვედრად მომღიმარი გაემართა, მაგრამ ზღურბლთან ახალგაზრდა ქალი […]