მეოცე საუკუნის დასაწყისი. უკრაინა.  ულამაზესი ანა ანტონ პეტრენკოზე ქორწინდება.  სიყვარულით გათხოვდა. ჯვრისწერის ცერემონიამაც ლამაზად ჩაიარა.  მეორე დილით  გათხოვილი ქალის ამპლუაში გაიღვიძა. როლი არ  ეუცხოვა, ესიამოვნა კიდეც.  ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო და სამზარეულოში ხალისიანი შევიდა, უნდოდა, მეუღლისთვის  საუზმე მიერთმია. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.  ახალმა დიასახლისმა ჩათვალა, მეგობრები გვეწვივნენო და მათ დასახვედრად მომღიმარი გაემართა, მაგრამ  ზღურბლთან  ახალგაზრდა ქალი […]

Read more

2010 წ. 11 დეკემბერი.  23 საათი.  თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი 10 – მდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ შუქი ჩაქრა. ელექტრო ენერგიის შეწყვეტიდან 15 წუთში ფიროსმანს რომ დავენახეთ, ალბათ ბედნიერებისგან ძალიან ბევრს იტირებდა. მისი ოცნება ჩვენ განვახორციელეთ, სანთლის შუქზე ჩაის ვსვამდით და ფრიად მაღალ  […]

Read more

1890 წელი გაზაფხული… ” – დილაზე ლიზასთან მივიდა მისი მეგობარი ქალი და აღშფოთებულმა უამბო, ვანოს წუხელ ბაგრატიონების ქალი უთხოვიაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და რისხვა გამოეხატა. ვანო მოვარდა,  ჩაუვარდა მუხლებში, სცადა აეხსნა, რომ დალეული იყო, რომ ეპატიებინა მისთვის. ისე ემუდარებოდა, მე ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისაკენ უჩვენა გზა… ლიზა ფეხმძიმედ იყო. ვანო […]

Read more