ბოძს ქვებს ყველა მხრიდან უშენდნენ. უმეტესობა მიზნში ხვდებოდა. ქალი არ ყვიროდა, მაგრამ ცოტა ხანში ბრბოს აღტაცების ძახილი აღმოხდა. ერთ-ერთ ძლიერ მამაკაცს შედარებით დიდი ზომის, მძიმე და წახნაგოვანი ქვა მოეძებნა. ჯერ კარგა ხანს იღებდა მიზანში ქალის მისუსტებულ სხეულს, შემდეგ კი ქვა მთელი ძალით გასტყორცნა და მუცელში გაარტყა. გრძელი ჩადრიდან სისხლმა იჩქეფა და იმ დღის ნაშუადღევი წითლად […]
წამება, სკალპის ახევა, გატყავება და კანიბალების კერძად ქცევა. ესაა პირველი, რაც სარეკლამო ბანერების შემხედვარეს აზრად მომდის. მგონი მხოლოდ მე არ მეჩვენება, რომ ეს სისხლიანი გულწიკი არც ისე რომანტიკულია და სადისტურ ვნებებს აღძრავს, ხომ? არადა რიგა რომანტიკული და ლამაზი ქალაქია, მომაკვდავი გული, ცენტრში კაკულიას თვალით, მგონი არც ისე კარგი სიმბოლოა. ა? რას იტყვით? 😀
Tags: