ლამასის კელტური ფესტივალის წინა დღეები ყოველთვის სიხარულით, აღტაცებებებითა და სასიამოვნო მოლოდინებითაა სავსე, ყოველ შემთხვევაში, მერი სლესორისთვის ასე იყო. არა იმიტომ, რომ თავად ფესტივალისგან მოელოდა რამე განსაკუთრებულს, არა, უბრალოდ, ამ დროს, მამამისი და ძიძა სავაჭროდ მიდიოდნენ. სახლი კი პატარა მერის განკარგულებაში რჩებოდა. თან, არც მეტი, არც ნაკლები – შობამდე. მერი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო შეძლების შოტლანდიური ოჯახის […]
„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით […]
50 ქალი
50 ქალი 50 წიგნი LGBT კინომანია ლიტერატურა მატრიარქატი საზოგადოება სექსიზმი სტერეოტიპები უმცირესობები ფემინიზმი
THE SECOND SEX Simone de Beauvoir სიმონა 1908 წელს პარიზში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგული ბურჟუაზიული საზოგადოება, ხავსს ეჭიდებოდა და სტატუსის დაკარგვა ისეთი რანგის ტრაგედიამდე იყო ასული, რომ ახალდამთავრებული მსოფლიო ომი არაფრად იყო ჩასაგდები. სიმონა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც, 14 წლის ასაკში, ათეისტი დაბრუნდა. სიმონას ახალგაზრდობა ფემინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა. მეოცე საუკუნის […]
ბოძს ქვებს ყველა მხრიდან უშენდნენ. უმეტესობა მიზნში ხვდებოდა. ქალი არ ყვიროდა, მაგრამ ცოტა ხანში ბრბოს აღტაცების ძახილი აღმოხდა. ერთ-ერთ ძლიერ მამაკაცს შედარებით დიდი ზომის, მძიმე და წახნაგოვანი ქვა მოეძებნა. ჯერ კარგა ხანს იღებდა მიზანში ქალის მისუსტებულ სხეულს, შემდეგ კი ქვა მთელი ძალით გასტყორცნა და მუცელში გაარტყა. გრძელი ჩადრიდან სისხლმა იჩქეფა და იმ დღის ნაშუადღევი წითლად […]
კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება. კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა… კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით. ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს. ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ […]