ქათმების მიმართ ჩემს არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე უკვე ბევრი ვწერე, ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ ) ცოტა ხნის წინ ფეიბუქზე ვწუწუნებდი, მორიგი ქათმის მზადებისას ჩიჩახვი გამისკდა-მეთქი და ჩემმა მეგობრმა, ირმა იანტბელიძემ, ერთი ძალიან კარგი კერძის რეცეპტი გადმომიგზავნა. არ ვიცი, რა ჰქვია, მე ჩიხირტყმას ვეძახი – ჩიხირთმა + ტყემალი; განმარტებად მოაყოლა, ქათმის კერძებს შორის მასზე უკეთესი არაფერიაო და მართლაც […]