ქათმების მიმართ ჩემს არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე უკვე ბევრი ვწერე, ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ )
ცოტა ხნის წინ ფეიბუქზე ვწუწუნებდი, მორიგი ქათმის მზადებისას ჩიჩახვი გამისკდა-მეთქი და ჩემმა მეგობრმა, ირმა იანტბელიძემ, ერთი ძალიან კარგი კერძის რეცეპტი გადმომიგზავნა. არ ვიცი, რა ჰქვია, მე ჩიხირტყმას ვეძახი – ჩიხირთმა + ტყემალი; განმარტებად მოაყოლა, ქათმის კერძებს შორის მასზე უკეთესი არაფერიაო და მართლაც ასე აღმოჩნდა.
მოკლედ, მე და ირმას თუ გვენდობით, შეგიძლიათ, თქვენც მოამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: კაი ჩასუქებული ქათამი, წყალი, ფქვილი, ტყემალი, ნიორი, მარილი, პილპილი, ქინძი, ხელთათმანი, წინსაფარი და ა.შ.
ვიწყებთ! პირველ რიგში, ქათამი შემოდგით ცელცხზე. ცხადია – მოსახარშად. შემდეგ 300-400 გრამი ტყემალი აიღეთ და 3-4 სუფრის კოვზი ფქვილი დააყარეთ. კარგად აზილეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. როცა ბულიონი მომზადდება, ნელ-ნელა ცოტ-ცოტა შეურიეთ და რომ უკეთესად გაიხსნას. მოხარშული ქათამი ქვაბიდან ამოიღეთ, გააციეთ, დაჭერით, ამასობაში ბულიონი ტყემლისა და ფქვილის ნარევს დაამატეთ და კიდევ ურიეთ 5-10 წუთის განმავლობაში. დააჭეით ქინძი, 2-3 კბილი ნიორი. დაამარილეთ, პილპილი – გემოვნების შესაბამისად და ცხელ ბულიონში ჩემსავით თითებს თუ არ ჩაიფუფქავთ, გემრიელი ვახშამი გარანტრებულია. =)
ბონუსად:
Angry Birds Magic
დაკვირვებული თვალით შეგიძლიათ ამოიცნოთ: ტყემლის აუზი ღორებისთვის; ბოროტი ჩიტების ბუდე შავი კვერცხით; საცხოვრებელი კომპლექსი, ფსიხი ჩიტები და ა.შ.
ბოსტნეულის ტორტი ჩემი დაბადების დღისთვის
კანგაუცლელი კარტოფილი პომიდორში – ნივრით