ქათმების მიმართ ჩემს არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე უკვე ბევრი ვწერე, ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ ) ცოტა ხნის წინ ფეიბუქზე ვწუწუნებდი, მორიგი ქათმის მზადებისას ჩიჩახვი გამისკდა-მეთქი და ჩემმა მეგობრმა, ირმა იანტბელიძემ, ერთი ძალიან კარგი კერძის რეცეპტი გადმომიგზავნა. არ ვიცი, რა ჰქვია, მე ჩიხირტყმას ვეძახი – ჩიხირთმა + ტყემალი; განმარტებად მოაყოლა, ქათმის კერძებს შორის მასზე უკეთესი არაფერიაო და მართლაც […]
შესავალი ქათამი წმინდა ფრინველია ქვესათაურში გამოტანილი იდეის ჭეშმარიტების დაბადებიდან მჯეროდა. შეუძლებელია იმის აღწერა, რა თბილი და არაადეკვატური გრძნობები გამაჩნია ამ ფინველის მიმართ. ჯერ კიდევ ერთი ციდა ვიყავი, ვაშლის ხის ძირას, მუხლებზე ვარიებს რომ ვისვამდი და ლექსებს ვუკითხავდი. ზოგჯერ ვმღეროდით – “დაუკარიით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეეცეს…” მაგრამ, ამის პარალელურად, არსებობს სამი ისტორია – სამი შემზარავი […]