ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. უბრალოდ, მეტისმეტად იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. არადა გული ცუდს თითქოს არ გვიგრძნობდა. სულ ტყუილია, მეექვსე გრძნობასა და ამისთანებზე რომ ყვებიან ხოლმე. ზურამ კი მითხრა, ცხელი შოკოლადი დავლიოთო, მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი საღამო იყო, კაფეში ჯდომისა და ვერლენის პოეზიაზე საუბრის პერსპექტივამ არ მომხიბლა. ფული ბევრი აღარ გვქონდა დარჩენილი (ან კი რა დაგვრჩებოდა ბოლო […]