ერთ ჩვეულებრივ, პოლიტიკურად ნეიტრალურ დღეს, კომისარიატში დამიბარეს. გავიქეცი და გამოვიქეცი. საღამოს ლექციაზე უნდა მივსულიყავი. განსაკუთრებული არაფერი. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჯარი რომ ნებაყოფლობითი არაა, მარაზმია და მეტი არაფერი, რომ ჩემგან რა ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს? რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, ვსწავლობ, მილიონი გეგმა და ათასი საქმე მაქვს. ვიცნობ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მოწოდებაა. უყვართ, უნდათ და სხვანაირად ცხოვრება ვერ […]

Read more

გუშინ ქეთო ბებია გარდაიცვალა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს, განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. რაღაცნაირად ბავშვობას გამოვემშვიდობე. ჩემი ბავშვობა კი პირველ რიგში, სიღნაღს უკავშირდება. იქ ჩემი დიდი ბებია ნინა ცხოვრობდა. უცნაური ცხოვრება ჰქონდა.  ვის ოჯახში გაიზარდა, არც ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1905 წელს დაიბადა. ( 2006-ში გადრაიცვალა) რა გვარი იყო მანამ არავინ იცოდა, სანამ საპატრიარქომ სიღნაღის […]

Read more

უუ ლა ლა ლა… თბილისში ჯაზ-სერიები დასრულდა. ბოლო კონცერტი 22 მარტს, ივენთ ჰოლში ჩატარდა. აკი მოგახსენეთ, დვეინ დოპსი ყველანაირი გემოვნების მქონდე მსმენელის გულს მოიგებს-მეთქი. არ ვცდებოდი და თანაც როგორ არ ვცდებოდი! კარგი, სხვებზე არ ვისაუბრებ. მე ასეთი სიამოვნება არასდროს, არც ერთ კონცერტზე მიმიღია!  ნებისმიერი სიტყვა ან წინადადება, რომელიც ჩემს იმდროინდელ ემოციებს აღწერდა, ალბათ ძალიან პათეტიკურად […]

Read more

თბილისში ჯაზის საღამოები დაიწყო.  ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუმცა, როცა Frontline Georgia-ში მივდიოდი, ვფიქრობდი, ჯაზის მოყვარულებს რამდენი სურპრიზი ელოდებათ-მეთქი. მთლად ასეც არ ყოფილა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. 14 მარტს Frontline Georgia-მ, lib.ge ჯგუფთან ერთად, დისკუსიების ციკლი “ჯაზი და ლიტერატურა” დაიწყო. არ გავკადნიერდები და ჩემი ბლოგის ჩანაწერებს ლიტერატურად არ შევრაცხავ, მაგრამ პირველი, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია, სწორედ ჯაზის […]

Read more

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია. მოიცადეთ! „იყო და არა იყო რა“ კარგი დასაწყისია ზღაპრისათვის, მეძავის ამბავი კი უთუოდ ზრდასრული ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. როგორ შეიძლება, პოსტი  ასეთი აღმაშფოთებელი წინააღმდეგობით იწყებოდეს? მაგრამ, ვინაიდან, ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი — უფსკრულის პირას, მოდი, მაინც გავაგრძელოთ ისე, როგორც დავიწყეთ. მაშ, ასე: […]

Read more

ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. უბრალოდ, მეტისმეტად იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. არადა გული ცუდს თითქოს არ გვიგრძნობდა. სულ ტყუილია, მეექვსე გრძნობასა და ამისთანებზე რომ ყვებიან ხოლმე. ზურამ კი მითხრა, ცხელი შოკოლადი დავლიოთო, მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი საღამო იყო, კაფეში ჯდომისა და ვერლენის პოეზიაზე საუბრის პერსპექტივამ არ მომხიბლა. ფული ბევრი აღარ გვქონდა დარჩენილი (ან კი რა დაგვრჩებოდა ბოლო […]

Read more

ჯო ზავინული ჯაზის ის ლეგენდაა, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც დიდი ნოვატორი. სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფი THE SYNDICATE და ბენდის წევრები შესრულების მანერის ორიგინალურობის  მიხედვით აარჩია. ჯო ზავინული 2007 წელს გარდაიცვალა. ჯგუფმა მოღვაწეობა გააგრძელა და მათმა ახალმა ალბომმა “ჯო ზავინული 75” გასულ წელს უმაღლესი მუსიკალური ჯილდო “გრემიც” დაიმსახურა. The Syndicate თბილისის ჯაზ-ფესტივალს ალბომის პრომოუშენისთვის დაგეგმილი მსოფლიო […]

Read more

დიახ, დღეს ესპანეთში ვიყავი. ჩემი დიდი პარიზული ოცნების შესახებ გეცოდინებათ. აი, მის მეზობელზე კი არასდროს მიფიქრია. თურმე, სულ ტყუილად. გავიცანი ტიპური ლათინოამერიკელი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც თავის სასიყვარულო ისტორიას ისეთი მხატვრულად და იმდენად გატაცებით ყვებოდა, სმენად ვიქეცი. ლამაზი და შარმიანი დიასახლისი უცნობ მამაკაცზე ყოფილა შეყვარებული. მისი ოცნების პრინცი ყოველ საღამოს, სამსახურიდან შინ მიმავალი, პროდუქტებს სწორედ ამ […]

Read more

გთავაზობთ მსოფლიო ექსკლუზივს. ფილმი “Piedras” რომელსაც ინტერნეტში ვერსად ნახავთ (ამ ბლოგის გარდა, რა თქმა უნდა) მაშ ასე, ჩემი უსაყვარლესი მსახიობი და არა მარტო ესპანელი მსახიობის, ანტონიო მოლინას ქალიშვილი (O_o) ფილმოგრაფია: * Los Abrazos Rotos (2009) * Baaria – La porta del vento (2009) * La Sconosciuta (2006) * El Triunfo (2006) * South from Granada […]

Read more