თამბაქო რომ მავნებელია და ყველაფერს ანადგურებს, ახალი ამბავი არაა. 1950 წლიდან დღემდე 62 მილიონზე მეტი მწეველი დაიღუპა.
ალბათ ბევრს გინახავთ ამოშავებული ფილტვების შემზარავი ფოტოებიც, მაგრამ ყველაფერი მაშინ რთულდება, თუ წნევიანი ბებია გყავს, რომელსაც სიგარეტი სასიკვდილო იარაღად მიაჩნია.
ხოდა ასე, თელავში ვარ, ბებიასთან და, რა თქმა უნდა, ‘ცხოვრებაში სიგარეტს არ გავკარებივარ’
დილით ოთახში შემომივარდა, 50 ლარიანით, შენ შეგიგროვეო. ჯიბეში ჩაგიდებ, უარობა არ დაიწყოო. კი მეძინა, მაგრამ უცებ გავიაზრე, ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ჯიბეში სიგარეტი, შესაბამისად წნევა, სასწრაფოები, დედაჩემის ისტერიკა და ამბავი.
მეთქი, ბებო, დამკარგავ! წამოვხტი და ისე ვიუარე, ქალი გაოგნდა, ასე დაჟინებით უარი არაფერზე მითქვამს : )) ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორლარიანმა ლაქი სთრაიქმა 50 ლარი დამაკარგვინა.
მაგრამ არაუშავს, უნდა გავუძლო : ))
ახლა ვზივარ და ვიხსენებ ყველა იმ “პრივილეგიას’, რაც სიგარეტს გააჩნია.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თითქმის არ ვურთიერთობ არამწეველებთან და ნათესავებთან. ვერ ვიტან, მორალს რომ მიკითხავენ ან მის უარყოფით მხარეებზე რომ მესაუბრებიან, მეც მშვენივრად ვიცი ყველაფერი.
ისიც ვიცი, რა კოშმარია, მითინგზე, კონფერენციაზე რომ ხარ რამდენიმე საათი და სიგარეტის მეტზე არაფერზე ფიქრობ.
არც ის დამავიწყდება, სტამბულის აეროპორტში როგორ გამაფსიხეს, როცა მწეველების კაფე გააუქმეს.
ახლა ერთ კარგ კბილის პასტას ვტესტავ. R.O.C.S. COFFEE AND TOBACCO , სპეციალურად მწეველებისთვის.
სანამ კბილის პასტაზე დავიწყებდე, ჯერ ის გავიხსენოთ, თამბაქო რა გავლენას ახდენს უშუალოდ პირის ღრუზე.
თამბაქოს კვამლი მოქმედებს არამხოლოდ ფილტვებზე, არამდედ, პირველ რიგში, პირის ღრუზე. ხშირად, ეს საკითხი მეორეხარიხსოვანია, რაც ყურადღების მოდუნების და რიგი დაავადებების გართულების მიზეზი ხდება.
მწეველ ადამიანს ნერწყვი მცირე რაოდენობით გამოეყოფა, განიცდის სიმშრალის შეგრძნებას და ტუჩებს უნებურად ილოკავს, ამით კი იკარგება წყალ-ცხომოვანი დამცავი ფენა და, ისედაც მცირე რაოდენობით გამოყოფილი ნერწყვი, ადვილად იფანტება. შედეგად, ვითარდება ტუჩის წითელი ყაეთნის ანთება – ჰეილიტი.
დამატენიანებელი საცხები – სამკურნალო კომპონენტებით, დამარბილებელი კრემები A და B ვიტამინით, მხოლოდ ანელებს პროცესის მსვლელობას.
პირის ღრუს ნიკოტინური ლეიკოპლაკია – ეს არის ლორწოვანი გარსის პასუხი კვამლით გაღიზიანებაზე. მიმდინარეობს უსიმპტომოდ და დიდი ხნის მანძილზე რჩება შეუმჩნეველი. იწყება დესტრუქციული ცვლილებები. დროული მურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს კიბო. მკურნალობის პირველი ეტაპი კი მოწევის აკრძალვაა.
ლორწოვანში შეწოვილი კვამლის ქიმიური კომპონენტები თრგუნავენ ფერმენტიზაციას, ფერხდება ლორწოვანის ნორმალური აღდგენის პროცესი, პლასტიკური ფუნქცია. შესაბამისად, პირის ღრუში ძნელად ხორცდება ჭრილობები და ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი ბევრად მატულობს.
ნიკოტინის გავლენით ვითარდება სისხლძარღვების სპაზმი, რასაც პაროდონტის დაავადებებამდე მივყავართ. ძლიერდება ნადების წარმოქმნა და კბილი კარგავს სიჯანსაღეს.
როგორც უკვე აღვნიშნე, 1950 წლიდან დღემდე 62 მილიონზე მეტი მწეველი დაიღუპა. ზემოთაღნიშნული დაავადებების მკურნალობაზე იოლი კი ნიკოტინდამოკიდებულების მოსახსნელი სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურების მიღებაა. ასეთ ცენტრს ვერ მივაგენი, ამიტომ ჩემი ნდობით აღჭურვილი კომპანიების პროდუქციას თვალი გადავავლე. მანამ, სანამ ჩემი შეგნება იქამდე მივა, რომ დროა, თავი დავანებო, R.O.C.S. Coffee & Tobacco-ს დავეძალე.
კბილის პასტა R.O.C.S. “ყავა და სიგარეტი”ორმაგი წმენდის სისტემას ფლობს. R.O.C.S. “ყავა და სიგარეტი” საშუალებას იძლევა კბილის ზედაპირიდან მოვაშოროთ შეფერილი ლაქები და აგრეთვე ნიკოტინური ფისების პიგმენტაცია. შემადგენლობაში ჩართულია სპეციალური სურნელი, რომელიც ანეიტრალებს თამბაქოს ბოლის სუნს, ანტიოქსიდანტი ვიტამინი E და პოლივინილპიროლიდონი, რომლებიც ბოჭავენ ტოქსინებს, მძიმე ლითონების იონებს და პიგმენტებს.
ვნახოთ, რა იქნება. თქვენ კი, თუ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის უიოლეს და ეფექტურ ხერხს შემომთავაზებთ, მადლობას დაიმსახურებთ და სამოთხეშიც მოხვდებით.



{ 36 comments… read them below or add one }
ვცადოთ :))
ძვირია ეს ოხერი :დ
ჰო, ძვირია, სამაგიეროდ კარგია :))
რამდენად ძვირია ამხანაგებო? ფასიც თუ შეიძლება :უსერ
შედევრი. ბევრი ვიცინე. წყალი სვი, რამდეჯერაც სიგარეტი მოგინდება
ერთადერთი გამოსავალი: არ იფიქრო სიგარეტზე და მოერიდო სიგარეტის სუნიან გარემოს, რომელიც პროვოცირებას გაუწევს მოწევის სურვილს
რა კარგია, რომ არ ვეწევი… <3
სიგარეტი არის ერთადერთი სიამოვნების მიღების წყარო….
სიგარეტი არის…. ამაზე პოსტი უნდა დავწერო
მოაშთე ის სურათი რა პოსტიდან
ვერ მოვაშთობ, ეგ ჩვენი, მწეველების მომავალია
დაწერე და შემოვვარდები – ყალბი მორალისტი
ნესს, სულ ვსვამ, ისე არ შემიძლია
კატიე, ეგ ყველაზე რთული იქნება
ნან, ზუსტი ფასი არ ვიცი
ჯიპისიში იყიდება, მხოლოდ მანდაა
ზურ გამოცადე ეგ კბილის პასტა და მერე მითხარი შედეგები, პარადონტაქსიდან გადმოვცხოვრდები თუ კაი იქნა. :მო:
კოწ, ეს, ასე ვთქვათ, სიმპტომური მკურნალობისთვისაა :)))
მაგრამ როქსს კიდევ ბევრი საინტერესო შემოთავაზება აქვს, თან ოფიციალური წარმომადგენლობაც დაფუძნდა. დავწერ ამაზეც პოსტს
აი, შენ რაც დალევაზე დაწერე და ლოყები დაიხოკე, ანალოგიურად მჭირს მოწევაზეც!!!!! :)))
ზურ, მე იმდენ სიგარეტს ვეწევი, მომიწევს მაგ “სიმპტომურ მკურნალობა”-ს მივმართო დღეში შვიდჯერ. დილით პარადონტაქსი, მერე შვიდჯერ როქსი და საღამოს პარადონტაქსი. გამომიშვით აბაზანიდან :მო:
Zurriuss, ეჰ
კოწ,
კარგი იქნება. მეც მასე გადავწყვიტე. 
ის რაღაც ცხელი ხაზი რომაა, იცი? რადიოში აცხადებენ ხოლმე. დარეკე და გადააგდე სიგარეტი, ზარი უფასოა და ამბავი.. ხომ არ დაგვერეკა? :დ
:)))) რას ამბობ, გინდა იმათ დაიწყონ მოწევა? :დ
იმათ რატო?
ვინმე სიგარეტზე რომ მალალაპარაკებს/მელაპარაკება, სურვილი უჩნდებათ მოწევის. :დ
ისე… მეილი შეამოწმე? :)))
რა კარგია არ ვეწევი და ყავასაც არ ვსვამ და ეს პასტაც არ მინდა ;დდ
Spieler, ახლა წავიკითხე
ძალიან მომეწონა
მეორე ნაწილს მივულინკავთ და მშვენიერი იქნება. ა? რას იტყვი?
მე, როგორც ფარისეველს შეჰფერის, მხოლოს მის უარყოფით მხარეებზე ვსაუბრობ, აუტანელი ვარ, ფაქტობრივად
undone,
ყავამ რაღა დაგიშავა, კაცო :))
მიულინკე მეორე ნაწილი. :ყეს:
ოკეი, ხვალ დავდებ, თან თბილისში დავბრუნდები და :))
როცა გინდა
ჯერ მაინც პირველ ნაწილს ვერ მოვასწრებ
მოიც, მოიც, ვერ მივხვდი
მაგას კიდევ აქვს გაგრძელება?
“იყო და არა იყო რათი” იწყება?
ხო :დ
შესავალია აგი. ის არ დამიწერია ჯერ :მო:
მთელი რიო ჰერმოსოს ისტორია უნდა ჩავტენო პირველში :დ
მმ..
ვერ მივხვდი, ეგეც ამ პოსტისთვისაა? თუ ცალკეა? ;დ
არა არა, ის ცალკეა. სადღაც 1 კვირაში დავწერ იმას
დაიკიდე ის ჯერჯერობით :)))
აგეღო ის 50 ლარი, თუ წამოხტი, გამოგერთმია და მაგიდაზე დაგედო, რა აუცილებელია, ჯიბეში ჩაგედო? :დ
მე აქეთ ვიწექი, ის ოთოახის მეორე მხარეს შარვლისკენ მიილტვოდა :შ
ხო, რა ვიცი :დ
მმმ… ფასი? და სად შეიძლება ვიყიდო?
ამელი, ფასი არ ვიცი :S ისე, ჯი-პი-სი-ში შეგიძლია შეძენა
და არამწეველებისთვის არ შეიძლება ეგ კბილის პასტა?
კი შეიძლება, მაგრამ როქსს ისედაც ბევრი პასტა აქვს, სხვადასხვა დანიშნულებით. შენთვის საჭიროს და საურველს ადვილად იპოვი ))
რა როჟა ავატარი მაქვს:დ
აბაა :დ