იმაზე ვფიქრობდი, რა დამეწერა ზურასთან სტუმრად ყოფნისას, როდესაც ნახევარმა ფეისბუქ საქართველომ უელბეკის გაუჩინარების შესახებ სტატია გაუზიარა თანაკედლელებს. თორმეტ სექტემბერს იგი ამსტერდამში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე, ოთხი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და აქამდე უშედეგოდ ეძებენ. ეს ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ მისი რაიმე ახირება იყოს, მაგრამ ამ მოვლენას მედიამ უკვე დაუკავშირა უელბეკის მიერ შემქნილი რამდენიმე მთავარი გმირის გადაწყვეტილება, […]
ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი, უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, […]