თბილისში ჯაზის საღამოები დაიწყო. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუმცა, როცა Frontline Georgia-ში მივდიოდი, ვფიქრობდი, ჯაზის მოყვარულებს რამდენი სურპრიზი ელოდებათ-მეთქი. მთლად ასეც არ ყოფილა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. 14 მარტს Frontline Georgia-მ, lib.ge ჯგუფთან ერთად, დისკუსიების ციკლი “ჯაზი და ლიტერატურა” დაიწყო. არ გავკადნიერდები და ჩემი ბლოგის ჩანაწერებს ლიტერატურად არ შევრაცხავ, მაგრამ პირველი, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია, სწორედ ჯაზის […]