უუ ლა ლა ლა… თბილისში ჯაზ-სერიები დასრულდა. ბოლო კონცერტი 22 მარტს, ივენთ ჰოლში ჩატარდა. აკი მოგახსენეთ, დვეინ დოპსი ყველანაირი გემოვნების მქონდე მსმენელის გულს მოიგებს-მეთქი. არ ვცდებოდი და თანაც როგორ არ ვცდებოდი! კარგი, სხვებზე არ ვისაუბრებ. მე ასეთი სიამოვნება არასდროს, არც ერთ კონცერტზე მიმიღია!  ნებისმიერი სიტყვა ან წინადადება, რომელიც ჩემს იმდროინდელ ემოციებს აღწერდა, ალბათ ძალიან პათეტიკურად […]

Read more

თბილისში ჯაზის საღამოები დაიწყო.  ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუმცა, როცა Frontline Georgia-ში მივდიოდი, ვფიქრობდი, ჯაზის მოყვარულებს რამდენი სურპრიზი ელოდებათ-მეთქი. მთლად ასეც არ ყოფილა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. 14 მარტს Frontline Georgia-მ, lib.ge ჯგუფთან ერთად, დისკუსიების ციკლი “ჯაზი და ლიტერატურა” დაიწყო. არ გავკადნიერდები და ჩემი ბლოგის ჩანაწერებს ლიტერატურად არ შევრაცხავ, მაგრამ პირველი, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია, სწორედ ჯაზის […]

Read more

30 ოქტომბერს თბილისის მეცამეტე ჯაზ-ფესტივალი სურპრიზებით დასრულდა. პირველი სურპრიზი ჯგუფ White Elephant-ის ‘ნანგრევებზე აღმოცენებული’, ბენდი L’image იყო.  L’image უმაღლესი კლასის პროფესიონალების ის გაერთიანებაა, რომელიც არასტაბილური მდგომარეობით და საქმიანობით გამოირჩევა. ადვილი შესაძლებელია, ჩვენ, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, ის იღბლიანი გამონაკლისები ვართ, ვინც ბენდს ცოცხალი შესრულებით უკანასკენლად მოუსმინა. ძმები ბლუზების მოლოდინში, სცენაზე მათ გამოჩენას დიდი ოვაციებით არ შევმხვდარვარ, […]

Read more

ჯო ზავინული ჯაზის ის ლეგენდაა, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც დიდი ნოვატორი. სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფი THE SYNDICATE და ბენდის წევრები შესრულების მანერის ორიგინალურობის  მიხედვით აარჩია. ჯო ზავინული 2007 წელს გარდაიცვალა. ჯგუფმა მოღვაწეობა გააგრძელა და მათმა ახალმა ალბომმა “ჯო ზავინული 75” გასულ წელს უმაღლესი მუსიკალური ჯილდო “გრემიც” დაიმსახურა. The Syndicate თბილისის ჯაზ-ფესტივალს ალბომის პრომოუშენისთვის დაგეგმილი მსოფლიო […]

Read more

დიახ, დღეს ესპანეთში ვიყავი. ჩემი დიდი პარიზული ოცნების შესახებ გეცოდინებათ. აი, მის მეზობელზე კი არასდროს მიფიქრია. თურმე, სულ ტყუილად. გავიცანი ტიპური ლათინოამერიკელი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც თავის სასიყვარულო ისტორიას ისეთი მხატვრულად და იმდენად გატაცებით ყვებოდა, სმენად ვიქეცი. ლამაზი და შარმიანი დიასახლისი უცნობ მამაკაცზე ყოფილა შეყვარებული. მისი ოცნების პრინცი ყოველ საღამოს, სამსახურიდან შინ მიმავალი, პროდუქტებს სწორედ ამ […]

Read more

თბილისის ჯაზ-ფესტივალი დაიწყო და მეც, როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ბლოგერი, დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გამოვცხადდი. განწყობა  – არაჩვეულებრივი; მოლოდინი – არნახული და არგაგონილი; და, აი, სცენაზეა მაქქოი თაინერი თავის ბენდთან ერთად. მაქქოი  წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მარკაა. მისი დანახვისას გაურკვეველი მოწიწება გამიჩნდა, პატივისცემა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მისი მუსიკაც ასეთი იყო, ლირიკული და არც ისე ცეცხლოვანი. თუმცა, პირველივე […]

Read more

2010 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ყოველწლიური, რიგით მეცამეტე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება 27.10.10 /20:00 CHRISTIAN SCOTT QUINTET Christian Scott –  აღიარებული მესაყვირე, ნოვატორი, რომელმაც ჰიპ-ჰოპის და ჯაზის სინთეზი იმდენად უმტკივნეულოდ მოახდინა, რომ არც რეპის მოყვარულები გაანაწყენა და არც ტრადიციული ჯაზის დამცველები.ის არც თუ სახარბიელო  სოციალური გარემო, რომელშიც იზრდებოდა,  მისი პიროვნების და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენდა. შედეგად […]

Read more