2010 წ. 11 დეკემბერი. 23 საათი. თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი 10 – მდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ შუქი ჩაქრა. ელექტრო ენერგიის შეწყვეტიდან 15 წუთში ფიროსმანს რომ დავენახეთ, ალბათ ბედნიერებისგან ძალიან ბევრს იტირებდა. მისი ოცნება ჩვენ განვახორციელეთ, სანთლის შუქზე ჩაის ვსვამდით და ფრიად მაღალ […]