გუშინ ქეთო ბებია გარდაიცვალა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს, განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. რაღაცნაირად ბავშვობას გამოვემშვიდობე. ჩემი ბავშვობა კი პირველ რიგში, სიღნაღს უკავშირდება. იქ ჩემი დიდი ბებია ნინა ცხოვრობდა. უცნაური ცხოვრება ჰქონდა.  ვის ოჯახში გაიზარდა, არც ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1905 წელს დაიბადა. ( 2006-ში გადრაიცვალა) რა გვარი იყო მანამ არავინ იცოდა, სანამ საპატრიარქომ სიღნაღის […]

Read more