შესავალი ქათამი წმინდა ფრინველია ქვესათაურში გამოტანილი იდეის ჭეშმარიტების დაბადებიდან მჯეროდა. შეუძლებელია იმის აღწერა, რა თბილი და არაადეკვატური გრძნობები გამაჩნია ამ ფინველის მიმართ. ჯერ კიდევ ერთი ციდა ვიყავი, ვაშლის ხის ძირას, მუხლებზე ვარიებს რომ ვისვამდი და ლექსებს ვუკითხავდი. ზოგჯერ ვმღეროდით – “დაუკარიით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეეცეს…” მაგრამ, ამის პარალელურად, არსებობს სამი ისტორია – სამი შემზარავი […]
გუშინ ქეთო ბებია გარდაიცვალა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს, განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. რაღაცნაირად ბავშვობას გამოვემშვიდობე. ჩემი ბავშვობა კი პირველ რიგში, სიღნაღს უკავშირდება. იქ ჩემი დიდი ბებია ნინა ცხოვრობდა. უცნაური ცხოვრება ჰქონდა. ვის ოჯახში გაიზარდა, არც ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1905 წელს დაიბადა. ( 2006-ში გადრაიცვალა) რა გვარი იყო მანამ არავინ იცოდა, სანამ საპატრიარქომ სიღნაღის […]
– ალიო… დიახ? აა, ხო, მაიკო, არა მიშავს, შენ როგორ ხარ? რაააა? რას ლაპარაკობ?! როდის? ხო, მოდი, დაგელოდები… გამარჯობა. ეს დადეჩემია – ყველაზე აფექტური ადამიანი. მისი რეაქციას ვუყურებ და თვალწინ ჩემმა ბავშვობამ გამირბინა. ეზო, სადაც ახლა ვდგავარ, ისევ ისეთია. მართლა არაფერი შეცვლილა. აქ გაიზარდა ჩემი და, კაკაწად წოდებული ნინო. გამახსენდა ყველა ის სისაძაგლე, რაც მის […]