იმის მიუხედავად, რომ 90-იანების “შვილი ვარ”, შეგნებულ ცხოვრებას რომ ეძახიან, რაც მას შევუდექი, შემიძლია საკუთარი თავი პატიოსან მოქალაქედ შევაფასო –  პატიოსნად ვიცავ ყველა წესსა და კანონს, რაც მსმენია და ვიცი, ან მგონია, რომ უნდა არსებობდეს. ნუ, კაი, “ბიჩოკი” მანქანის ფანჯრიდან გადამიგდია და ადმინისტრაციულ დაწესებულებებშიც მომიწევია, თუმცა, ამის მეტი განსაკუთრებული არაფერი მახსენდება. ერთი სიტყვით, ავადსახსენებელი შევარდნაძისდროინდელი […]

Read more

ლამასის კელტური ფესტივალის წინა დღეები ყოველთვის სიხარულით, აღტაცებებებითა და სასიამოვნო მოლოდინებითაა სავსე, ყოველ შემთხვევაში, მერი სლესორისთვის ასე იყო. არა იმიტომ, რომ თავად ფესტივალისგან მოელოდა რამე განსაკუთრებულს, არა, უბრალოდ, ამ დროს, მამამისი და ძიძა სავაჭროდ მიდიოდნენ. სახლი კი პატარა მერის განკარგულებაში რჩებოდა. თან, არც მეტი, არც ნაკლები – შობამდე. მერი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო შეძლების შოტლანდიური ოჯახის […]

Read more

“…მუჰამედს (კურთხეულ იყოს მისი სახელი!) მარცხენა გვერდზე წამოწოლა უყვარდა. თავის ფიქრებში ღრმად ჩაძირული, მუხლებზე ხელებს შემოიხვევდა ხოლმე ან პატარა ჯოხით მიწას ჩიჩქნიდა. ძილის დროს კი მარჯვენა გვერდზე წვებოდა და ხელის გულს ლოყის ქვეშ იდებდა. ხშირად ზურგზე, ზოგჯერ კი ფეხებდადადებულიც იწვა. პირქვე  წოლა ეჯავრებოდა და ამას სხვებსაც უკრძალავდა. ძილის წინ ხელებს იბანდა და ლოცებს აღუვლენდა ღმერთს. […]

Read more

ფინიკია / IV საუკუნე ილიოპოლისი იმ დროის ფინიკიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი იყო. მის მაცხოვრებლებში კი სიმდიდრითა და ოჯახიშვილობით სახელი დიოსკორეს  ჰქონდა განთქმული. ყველასათვის სასურველი სასიძო მალევე დაოჯახდა და ქალიშვილი შეეძინა. იდილია მეუღლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაარღვია. ქალიშვილის აღზრდა მარტომ დაიწყო. ბარბარე გაიზარდა და ზღაპრული პრინცესასავით დამშვენდა. გაზულუქებულმა დიოსკორემ ჩათვალა, რომ ღარიბები და სხვა მდაბიოები მის […]

Read more