ლამასის კელტური ფესტივალის წინა დღეები ყოველთვის სიხარულით, აღტაცებებებითა და სასიამოვნო მოლოდინებითაა სავსე, ყოველ შემთხვევაში, მერი სლესორისთვის ასე იყო. არა იმიტომ, რომ თავად ფესტივალისგან მოელოდა რამე განსაკუთრებულს, არა, უბრალოდ, ამ დროს, მამამისი და ძიძა სავაჭროდ მიდიოდნენ. სახლი კი პატარა მერის განკარგულებაში რჩებოდა. თან, არც მეტი, არც ნაკლები – შობამდე. მერი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო შეძლების შოტლანდიური ოჯახის […]
წუხელ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე. იმდენაც აღვფრთოვანდი, მთელი ღამე აღარ დამეძინა. ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო, დღეს კი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. გადავწყვიტე, ფილმი თქვენთვისაც გამეზიარებინა. წერა დავიწყე. თითქმის რვა ფურცელი გავავსე, შემდეგ კი შევწყვიტე. საუბარია ტემპლ გრანდინზე, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების დოქტორზე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორზე. ტემპლ გრანდინს აუტიზმის დიაგნოზი 1950 წელს, […]
მამაკაცი ოდნავ ჭუჭყიანი კუდით… ასე ახასიათებს ჩემი საყვარელი მწერალი თავისი ახალი რომანის ერთ-ერთ გმირს, უბედურების ნიშნით დაბადებულ ალმასას, რომელიც არასდროს არავის არაფერში სჭირდებოდა. ამ ნიშნის შესახებ მისი პირველი სახელი ან წოდება, ანაც მისი მამის ან პატრონის ტიტული თუ ოცნება მიგვანიშნებს – გრაფი, ან ლორდი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ალმასამ ვიღაცის და ვიღაცების იმედები ვერ […]
…ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში. წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას. ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას. დრო ჰქმნის ბელადებს. მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო. იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში. შეუძლებელია. გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსისო, ამბობდა მარიამ ტყემალაძე, იგივე მარიჯანი. საბჭოთა საქართველოს პოეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი. ამას […]
„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით […]
50 ქალი
50 ქალი 50 წიგნი LGBT კინომანია ლიტერატურა მატრიარქატი საზოგადოება სექსიზმი სტერეოტიპები უმცირესობები ფემინიზმი
THE SECOND SEX Simone de Beauvoir სიმონა 1908 წელს პარიზში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგული ბურჟუაზიული საზოგადოება, ხავსს ეჭიდებოდა და სტატუსის დაკარგვა ისეთი რანგის ტრაგედიამდე იყო ასული, რომ ახალდამთავრებული მსოფლიო ომი არაფრად იყო ჩასაგდები. სიმონა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც, 14 წლის ასაკში, ათეისტი დაბრუნდა. სიმონას ახალგაზრდობა ფემინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა. მეოცე საუკუნის […]