ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი,  უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, რომელშიც სექსი არაა. რა ვქნა, უელბეკის სიშიშვლე დიდად ვერ მხიბლავს.

ქალბატონი ნინო ჟვანია ამბობს, უელბეკი დღეს ყველაზე გაყიდვადიაო.

ამელი ნოტომი გამახსენდა,   სტენდალის “პარმის სავანე” რომ გადაიტანა “მერკურის” მეორე ფინალში. კარგი მიგნება იყო – სექსიც, “გარყვნილებაც”, ეროტიკაც და ინტიმიც, ისევ არც ერთის გარეშე.  და მაიკლ კანინგემი? არაჩვეულებრივი. არ მინდა ეს ყველაფერი გენდერის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დავყო, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ მივხვდი,  ვინ ქმნის იდეალებს. თუმცა, ეს იდეალები ისეთივე ყალბია, როგორც საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც წინა წინადადებაში არ მოვისაზრებ.

ხო, სიყალბეზე გამახსენდა, ახლა ამელი ნოტომის ხოტბა-დიდებისთვის შემრისხავენ. რაღა ამელი და რაღა კოელიოო, თუ არ დაწერენ, გაიფიქრებენ მაინც, არაუშავს, ამას არ განვავრცობ, კოელიოზე დისერტაციის დაცვა შეიძლება, იმდენია სათქმელი. ეს ფსიქოლოგების პრეროგატივაა.

ამბობენ, დღეს უელბეკი და აკა მორჩილაძე ყველაზე კარგად იყიდებაო. იმასაც ამბობენ, თანამედროვე ლიტერატურა ძალიან პოპულარულიაო, იმასაც – დღევანდელმა მწერლებს თემა აღარ დარჩათ და გაუფერულდნენო, იმასაც, საბჭოთა კავშირში სექსი არ იყოო. რეალური სურათი როგორია?

1. ბალზაკი “შაგრენის ტყავი”
2. ჯეკ ლონდონი “მარტინ იდენი”
3. შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანი”
4. დიუმა “სამი მუშკეტერი”
5. შექსპირი “ჰამლეტი”
6. ჟიულ ვერნი “80000 კილომეტრი წყალქვეშ”
7. ბულგაკოვი “ოსტატი და მარგარიტა”
8. ოსკარ უაილდი “დორიან გრეის პორტრეტი”
9. დიკენსი “დავით კოპერფილდი”
10. რემარკი “ტრიუმფალური თაღი”.
11. მარკ ტვენი – “ტომ სოიერის თავგადასავალი”
12. ბეგბედერი – “99 ფრანკი”
13. სერვანტესი – “დონ კიხოტი”
14. თომას მანი – “ბუდენბროკები”
15. აკუტაგავა – ნოველები
16. ჰომეროსი – ოდისეა
17. ო’ჰენრი – მოთხრობები
18. კონსტანტინე გამსახურდია – “დიდოსტატის მარჯვენა”
19. ედგარ პო – მოთხრობები
20. დოსტოევსკი – “დანაშაული და სასჯელი” ან “ძმები კარამაზოვები”

ეს ის 20 წიგნია, რომელიც პროექტმა “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” გამოავლინა.  სად არის უელბეკი? სად არიან თანამედროვე მწერლები და პოეტები? აბა, რაღა უელბეკიზაცია აგვიტყდა? ცოტა შორიდან მოვუაროთ:

წინა პოსტში ერთ “საგანგაშო” ლექსზე ვწერდი. ეს ის დროა, როცა “სექსი არ იყო”. ის, რომ პირველი ეროტიკული ლექსების გამოჩენა მაშინდელი საქართველოსთვის ღირსების საკითხი გახდა, ამაზე დღეს საუბრობენ. პრინციპში, ასეც იყო.

“…მოვიდა კიდეც… გავირინდე… ჩამომხევს სამოსს…

მივტრიალდები და ჩამიხვევს ისეთი ხვევნით,

რომ ერთის ნაცვლათ მომაგონებს ვაჟკაცსა სამოცს…

მაგრამ – ვაიმე! – როგორ ამწვა ტიტველ ზურგს ქვევით?!…”

მიხვდით ალბათ, საუბარია დარიანული ლექსების ციკლზე, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული მოსვენებას ბევრს უკარგავს. მაგრამ მაშინაც იყო სექსიო, გვეუბნება ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწე ზეინაბ ლომჯარია და იხსენებს პოეტ ნინო თარიშვილს, რომლის შემოქმედებაც ასევე შეიცავს ეროტიკის ელემენტებს:

“შენი წამწამები კიდევ მაკოცებენ,

დარდებს გააცილებს ვნების ქარავანი,

დამფრთხალ სონეტებით ფარდა იკეცება

და ხარ პოეტებში ლექსის ფალავანი”…

Michel Houellebecq

ამ ლექსს ნინო პაოლოს უძღვნის, მაგრამ…  ნინოს პირველი კრებული 1926 წელს გამოიცა. მაშინ, როცა დარიანული ციკლის ბოლო, მეთოთხმეტე ლექსი 1924 წელს დაიბეჭდა ჟურნალ “კავკასიონში”. “მაშინაც იყო სექსი” კი არა, უბრალოდ, დარიანული ლექსების ფონზე ნინო თარიშვილის შემოქმედებაზე ნერვი არავინ აიშალა.

ცისფერყანწელებს თავი დავანებოთ. მიხეილ ჯავახიშვილი – ჩემი უსაყვარლესი მწერალი, მიკვირს და მაოცებს ის ფაქტი, რომ ოცეულში კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენაა” და ჯავახიშვილი – არა. ისე, “ჯაყოს ხიზნებზე” რა რეცენზიები იყო? იმდროინდელი კრიტიკოსის, ს. ჭანტურაშვილის, რეცენზიაში ვკითხულობთ: “და ჩვენ ვეკითხებით მიხეილ ჯავახიშვილს, ნუთუ ის სერიოზულად ფიქრობს, რომ ქალის გრძნობებისთვის საკმარისია მამაკაცის ფიზიკური ღონე და სადისტური “დაბუნება” ისეთი ნადირის მიერ, რომელიც არა თუ სულიერად, არამედ გარეგნულადაც არ გავს ადამიანს, აქვს თუ არა ჯავახიშვილს წარმოდგენილი, რომ ქალის სქესობრივი წყურვილი, იგივე დედობრივი ინსტინქტია, რომელიც ამაღლებს და აკეთილშობილებს ქალის ბუნებას და არ აგდებს მას იმ წუმპეში, რომელშიც სცურავენ მისი გმირები. ჯავახიშვილი კი თავის რომანში სადისტური მიდრეკილებებით ეწაფება ამ მომენტებს და სქესობრივ აქტებს სთვლის უმთავრეს მამოძრავებელ ძალად მისი და ქალის ცხოვრებაში”…

ეს საქართველოში, უცხოეთში რა ხდებოდა, ცალკე თემაა. “დეკამერონს” ბალიშის ქვეშ რამდენნი ვმალავდით? )) ვსხედვართ და თვალში ნაცარს ვიყრით და ვაყრით.

Ernest Thompson Seton

სინამდვილეში კი, სექსი მაშინაც იყო და ახლაცაა, უბრალოდ,  “რაღაცა”  არ გვაძლევს უფლებას, ვაღიაროთ. მაშინ ბევრს უყვარდა ეს ლექსები, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ  თერთმეტწუთიანი კოელიო და დღეს უელბეკი. ანუ, არავითარი მოსაზრება, “ამბობენ” და იდეა, რეალობას არ ასახავს. რა არის ეს? მოდა? თუ  მოდის შიში? ბიბლუსი მოდას ამკვიდრებს – წიგნი მოდაშია. გემოვნება – არა? გემოვნებაზე საუბარი არ მინდა, კაცია და გუნებაო. ფაქტია, რომ ბიბლუსის ფეისბუქის და ტვიტერის გვერდების საშუალებითაც პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთო. ეს წახალისება მისასალმებელი და სასიხარულოა. ესაა პროექტი, რომელიც ალბათ იმ რეალობას დაგვანახებს, სინამდვილეში რა მოგვწონს და რა გვინდა (იმედი მაქვს).

მაგრამ უელბეკიზაცია არსებობს, მაგრამ ეს მოჩვენებითია. მოჩვენებითია მკითხველისთვის, თორემ მწერლები რომ მის გავლენას განიცდიან, ალბათ რამდენიმე კაცი მაინც დამეთანხმება. ეს სიყალბეა და სიყალბეს მკითხველი არ აფასებს. ოცეულიც ამის დასტურია, ალბათ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არც ჩვენ, მკითხველები ვართ ნაკლებები და იქნებ ესაა მიზეზი, რომ ზემოთხსენებული არც ერთი ძველი თუ ახალი კარგად თუ ცუდადგაყიდვადი, გენიალური და თუ საშინელი, მაგრამ სკანდალური და პოპულარურული ნაშრომი არაა სიაში. ოცეული განიხილო – სისულელეა. პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას (ნუ, თითქმის ყველას), ამ შემთხვევაში 80 000 მკითხველისას, მაგრამ, გავიგე, საბავშვო ლიტერატურის შეტანის ფაქტს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყოლია. არ უნდა იყოსო. არადა, ჟიულ ვერნი მგონი ყველა ჩვენგანის ბავშვობის საყვარელი მწერალია. მაშინ ისიც ვთქვათ, Astrid Lindgren-ის არყოფნაც რომ საცოდაობაა. და პირადად ჩემთვის – Ernest Thompson Seton – ადამიანი, რომელმაც ბავშვობა გამილამაზა. თან როგორ, რომ დღეს ჩემს ბლოგს მისი ერთ-ერთი ზღაპრის სახელი – “სამეფო ანალოსტანელი” ჰქვია.

მოკლედ, ჩვენ

Post a Comment

Your email address will not be published.