„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით […]
July 27, 2011
682 Comments