კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება. კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა… კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით. ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს. ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ […]
დამერწმუნეთ, საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალბატონ თამარ სადღობელაშვილს (Тамара Садгобелашвили) (გვარს თუ ვამახინჯებ, მომიტევეთ, წვრილმანია) მერი გრიფიტთან ( Mary Griffith ). ახლავე გაიგებთ.. ჯერ მერის ისტორია უნდა მოვისმინოთ. მერი მკვლელია. მან საკუთარი შვილი მოკლა. მისი ისტორია ადამიანური ტრაგედიაა. ჩვენი მეორე გმირი ბობია, ბობი გრიფიტი. “კეთილი და ალერსიანი, მხიარული. უყვარდა ძველი ფილმების ყურება, განსაკუთრებით “Seven Year Itch”, მერლინ […]
ზევით ცა… ცაში თვალი… თვალში მზერა არნახული… მზერაში სიტყვა, რომელიც არ მესმის… ქვევით მძიმე, ცოცხალი მიწა – ბევრი მძიმე და ცოცხალი ამბით… ცასა და მიწას ჰყოფს საიდუმლო – ყველას რომ სწამს და არავინ რომ არ იცის… ირგვლივ ხის ჩარჩო… და ჰკიდია ლურსმანზე ცა რომელშიც არის თვალი… თვალი – რომელშიც არის მზერა… მზერა – რომელშიც არის […]
მეზობელი ხომ მეზობელია და მეძავი მეზობელი კიდევ ცალკე ტრაგედიაა. სართულს არ დავასახელებ და ჩემს თავზე მეძავი ქალბატონი ცხოვრობს. სახლში იატაკის ჯოხები ზალაში გვილაგია, ვერცხლის კოვზები – ყველა “ტრუბასთან”… ეს იმისთვის, რომ ვნებამორეულებს შევახსენოთ, რომ ჩვენც ვარსებობთ და გვესმის. მაგრამ, თქვენ წარმოდგინეთ და ამ ხნის მანძილზე ამ ქალბატონთან მხოლოდ ვერბალური ინტიმი მქონდა, უფრო სწორად, დისტანციური. რამდენი […]
განსაკუთრებული არაფერი. ალბათ ვერ დაგინახავთ. თუ დაგინახავთ – ვერ გიცნობთ. ადამაიანებს მხოლოდ იმ გარემოში ვცნობ, სადაც ვინმე მეგულება. ბლოგერებს ბლოგერების შეხვედრაზე. ექიმებს – კლინიკებში და კონფერენციებზე. ქუჩაში მოსიარულე… მმ.. მამაჩემიც უცხო სახე იქნება, ალბათ. ისე, ახლა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი ქუჩაში არასდროს მინახავს, აი, ასე, მოსიარულე O_o ეგ მე.. და თქვენ რომ მიცნოთ.. ყოველთვის […]
დავიწყოთ იმით, რომ თუ თქვენ ხართ მშკ (იგივე მმკ და ა.შ.) ეს პოსტი თქვენთვის რეკომენდებული არაა. ცეიტგეისტის ეს თეორია საინტერესოდ მომეჩვენა და მინდა, თქვენი აზრიც მოვისმინო. რა არის ღმერთი? ვინ არის? სად არის? როგორია? ეგ შეკითხვები ბევრს აწუხებს. მზე ყოველდღიურად ამოდის, ანათებს და ათბობს.. ჯერ კიდევ 10 000 წლის წინანდელი ჩანაწერებით ირკვევა, რომ მას ადიდებდნენ […]