რამდენიმე დღის წინ ‘წიგნის სახლში’ ორჰან პამუკის თუ უელბეკის ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობას ვკითხულობდი. თურმე, პირველივე წინადადებით მიხვდები რაოდენი პოზიტივია წიგნში. მეც გადავშალე და პირველ რამდენიმე სიტყვაში მკვდარი მამა, კუბო და მათი ბიძაშვილები ამოვიკითხე. ხოდა, რა შუაშია ახლა ეს ამბავი ჩემთან… ჩემმა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა პირველად მნახა ოჯახის წევრების, ნათესავების და ბავშვობის მეგობრების გარემოცვაში და ჰემორაგიულ ინსულტს ხელიდან ძლივს გამოგლიჯე. თურმე, ნუ იტყვით და სულ სხვანაირი ვყოფილვარ. უხეშად რომ ვთქვათ, ჩემი ჭეშმარიტი სახე დაინახა და გაოგნდა 😀 […]
ეს მორიგი თეგთამაშია. მეც დამთეგეს. მაგრამ… თანამედროვე ტესტებში ერთი ასეთი შეკითხვაა ხოლმე. “სიტყვა, რომელსაც ყოველთვის არასწორად ამბობენ” აბა, ვინ მიხვდება, პასუხი რა არის? ვინც მიხვდება, ის გაიგებს, რატომ არ ჩავერთე ამ თეგთააშში, რატომ მძულს ამ სიტყვებით შექმნილი “წინადადება'” და რატომ მინდა, ზემოთხსენებული სახელის მქონე ფილმის შემქმნელებს მაღალ მატერიებზე გავესაუბრო 🙂
Where are you mother fucking inspiration???
Uncategorized
ყველა ბლოგს ჰყავს მკითხველი. ყველა მკითხველს – ფავორიტი ბლოგერი. მე, როგორც მკითხველს, 3 ფავორიტი ბლოგი მაქვს. მათ შორისაა Spieler-ის ბლოგი Carpe Diem, Baby… , ბლოგის ავტორი ცოტა ზარმაცია. იქნებ კარგიცაა, ახალი პოსტის გამოჩენა ბავშვივით მიხარია ხოლმე. დღეს კოტე, იგივე შპილერი ჩემი სტუმარია. მისი ბლოგის მკითხველისთვის უკვე ცნობილი ისტორიის მორიგი სერიით. მაშ, ასე Where are you […]
პირველი ნაწილი მარადიული სიცოცხლე – დაბადებამდე და სიკვდილის მიღმა . . . “მარადიული სიცოცხლე” მოიაზრება, როგორც: “დაბადება-სიკვდილის” უსასრულო მონაცვლეობა (თესლი, ღვივი, ხე და ა. შ.); “სიკვდილ-სიცოცხლის” მონაცვლეობის ციკლიდან გამოსვლა და “მარადიულ აწმყოში” გადასვლა (დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი-სასუფეველი). ეს ორი პოზიცია, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი ფენომენია. პირველი, ერთი და იმავე დასასრულის მქონე მოვლენების (სიკვდილი-სიცოცხლე) უცვლელი მონაცვლეობაა, მაშინ, როცა მეორე ამ […]
სიკვდილი არის ენერგია, რომლითაც გადალახავ ზღურბლს. გადადიხარ ყოფიერების ერთი ფორმიდან, ერთი საფეხურიდან მეორეზე. სიკვდილი არის ენერგია, რომელიც ცვლის და აყალიბებს ადამიანის ბუნებას და ქმნის ზღვარს “მე”-ს და “არა მე”-ს შორის. გველი, რომელიც თავის კუდს კბენს ანუ სიკვდილი და დაბადება, გახლეჩა და ლტოლვა. . . სიკვდილის საიდუმლო შეჭიდულია დაბადების საიდუმლოსთან, ანუ ამ ქვეყნიდან გაქრობა ისეთივე საიდუმლოა, […]
მექსიკური სიცხე, ვნება, სობრერო და გაზაფხული. დღეს ახალი კერძია მენიუში – მექსიკური ორგაზმი. მაშ ასე, ვიწყებთ: ინგრედიენტები: კარტოფილი, დაფნის ფოთოლი (რომელიც მაღაზიაში მამა გაბრიელის ხატიდან ჩამომიწიწკნეს), ცხარე წიწაკა, პომიდორი, კიტრი და ნიორი. თავდაპირველად თხლად დავჭრით პომიდვრებს და ჩავაფენთ ფატაში. მასზე გავშლით დაჭრილ კარტოფილებს, მთელ-მთელ წიწაკებს, ნივრებს და დაჭრილ კიტრს. ზემოდან გადავაფარებთ დაფნის ფოთლებს. პომიდორი, ცხარე […]
წამება, სკალპის ახევა, გატყავება და კანიბალების კერძად ქცევა. ესაა პირველი, რაც სარეკლამო ბანერების შემხედვარეს აზრად მომდის. მგონი მხოლოდ მე არ მეჩვენება, რომ ეს სისხლიანი გულწიკი არც ისე რომანტიკულია და სადისტურ ვნებებს აღძრავს, ხომ? არადა რიგა რომანტიკული და ლამაზი ქალაქია, მომაკვდავი გული, ცენტრში კაკულიას თვალით, მგონი არც ისე კარგი სიმბოლოა. ა? რას იტყვით? 😀
პირველ არხზე საინტერესო გადაცემა – “ჩემი ქუჩა” აღმოვაჩინე. ბოლო გადაცემა რიყეს შეეხებოდა. თვალი დაგავავლოთ, როგორ იქცა ავლაბრის ჭალა ბზის მოედნად, რიყედ, შემდეგ კი ევროპის მოედნად. მეცხრამეტე საუკუნიდან რიყე ინტენსიურად განაშენიანდა. გაჩნდა გერმანელების და მოლოკნების ლუდხანები, დუქნები, სახელოსნოები, სასტუმროები და ქარვასლები. 1809 წლის თბილისის რუკაზე ჩანს, რომ რიყეს ადგილას კუნძული იყო. 1820-30 წლებში კუნძულის ერთ ტოტში […]
კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება. კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა… კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით. ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს. ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ […]
დამერწმუნეთ, საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალბატონ თამარ სადღობელაშვილს (Тамара Садгобелашвили) (გვარს თუ ვამახინჯებ, მომიტევეთ, წვრილმანია) მერი გრიფიტთან ( Mary Griffith ). ახლავე გაიგებთ.. ჯერ მერის ისტორია უნდა მოვისმინოთ. მერი მკვლელია. მან საკუთარი შვილი მოკლა. მისი ისტორია ადამიანური ტრაგედიაა. ჩვენი მეორე გმირი ბობია, ბობი გრიფიტი. “კეთილი და ალერსიანი, მხიარული. უყვარდა ძველი ფილმების ყურება, განსაკუთრებით “Seven Year Itch”, მერლინ […]
ზევით ცა… ცაში თვალი… თვალში მზერა არნახული… მზერაში სიტყვა, რომელიც არ მესმის… ქვევით მძიმე, ცოცხალი მიწა – ბევრი მძიმე და ცოცხალი ამბით… ცასა და მიწას ჰყოფს საიდუმლო – ყველას რომ სწამს და არავინ რომ არ იცის… ირგვლივ ხის ჩარჩო… და ჰკიდია ლურსმანზე ცა რომელშიც არის თვალი… თვალი – რომელშიც არის მზერა… მზერა – რომელშიც არის […]