თბილისში ჯაზის საღამოები დაიწყო. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუმცა, როცა Frontline Georgia-ში მივდიოდი, ვფიქრობდი, ჯაზის მოყვარულებს რამდენი სურპრიზი ელოდებათ-მეთქი. მთლად ასეც არ ყოფილა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. 14 მარტს Frontline Georgia-მ, lib.ge ჯგუფთან ერთად, დისკუსიების ციკლი “ჯაზი და ლიტერატურა” დაიწყო. არ გავკადნიერდები და ჩემი ბლოგის ჩანაწერებს ლიტერატურად არ შევრაცხავ, მაგრამ პირველი, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია, სწორედ ჯაზის […]
ბოძს ქვებს ყველა მხრიდან უშენდნენ. უმეტესობა მიზნში ხვდებოდა. ქალი არ ყვიროდა, მაგრამ ცოტა ხანში ბრბოს აღტაცების ძახილი აღმოხდა. ერთ-ერთ ძლიერ მამაკაცს შედარებით დიდი ზომის, მძიმე და წახნაგოვანი ქვა მოეძებნა. ჯერ კარგა ხანს იღებდა მიზანში ქალის მისუსტებულ სხეულს, შემდეგ კი ქვა მთელი ძალით გასტყორცნა და მუცელში გაარტყა. გრძელი ჩადრიდან სისხლმა იჩქეფა და იმ დღის ნაშუადღევი წითლად […]
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია. მოიცადეთ! „იყო და არა იყო რა“ კარგი დასაწყისია ზღაპრისათვის, მეძავის ამბავი კი უთუოდ ზრდასრული ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. როგორ შეიძლება, პოსტი ასეთი აღმაშფოთებელი წინააღმდეგობით იწყებოდეს? მაგრამ, ვინაიდან, ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი — უფსკრულის პირას, მოდი, მაინც გავაგრძელოთ ისე, როგორც დავიწყეთ. მაშ, ასე: […]
დამაფიქრებებელია, რომ, როგორც წესი, ყველა ნიუსის ტექსტი ანალოგიურია. "მოამბეში" გასული სიუჟეტის ბეჭდური ვერსია ჯერ ქართულ ფორუმებზე, შემდეგ კი პრესაში გავრცელდა. რამდენიმე დღეში, იგივე ტექსტით (თაბახის ფურცლებზე ამოპრინტერებული) "ხელდამშვენებული" ახალგაზრდების ნახვა თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებთანაც შეგეძლოთ
1890 წელი. გაზაფხული. ანერვიულებული ლიზა ოთახში ბოლთას სცემს. შეიძლება ვანო მოვიდეს. როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც ხალისიანი, მხიარული შეძახილებით შემოვა… მაგრამ უწინდებურად ვეღარაფერი იქნება. ერთია სიყვარული და მეორე პასუხისმგებლობა ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს, თავისუფლება კი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არა, შვილი ნამდვილად არ ენდომება. ოჯახი მეტისმეტად მძიმე ტვირთია. მეორე მხარეს ნათესავები – ნამდვილად არავინ აპატიებს… […]
მეოცე საუკუნის დასაწყისი. უკრაინა. ულამაზესი ანა ანტონ პეტრენკოზე ქორწინდება. სიყვარულით გათხოვდა. ჯვრისწერის ცერემონიამაც ლამაზად ჩაიარა. მეორე დილით გათხოვილი ქალის ამპლუაში გაიღვიძა. როლი არ ეუცხოვა, ესიამოვნა კიდეც. ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო და სამზარეულოში ხალისიანი შევიდა, უნდოდა, მეუღლისთვის საუზმე მიერთმია. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ახალმა დიასახლისმა ჩათვალა, მეგობრები გვეწვივნენო და მათ დასახვედრად მომღიმარი გაემართა, მაგრამ ზღურბლთან ახალგაზრდა ქალი […]
მოდი, ყველა ერთად იმ ქუჩაზე წავიდეთ, სადაც სინათლე მხოლოდ მბჟუტავი ლამპის საცოდაობაა, სადაც წითელი ისევ უყვართ, ფრაკებიც აცვიათ და დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ურჩევნიათ. ასე ვფიქრობდი და რაკი ვიცოდი, არავინ გამომყვებოდა, არც არავისთვის შემითავაზებია. მარტო წავედი. ის ლოთიც ვნახე, ბოთლით ხელში რომ დადის და იგინება, საიდანღაც ბრჭყვიალა ტრანსექსუალებიც გამოცვივდნენ ვარდისფერი ფეხსაცმელებით. ვულგარული, სქელი, წითელპომადიანი ქალები […]
“ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. ვანელები ისე დაფრთხნენ, ისე დაიბნენ, მერე აღარც უცდიათ დაკარგულის ძებნა და დაბრუნება. მათი ღრმა რწმენით, ზღვამ ისინი რაღაც დიდი ცოდვის გამო მოატოვა, დიახ, […]
ფინიკია / IV საუკუნე ილიოპოლისი იმ დროის ფინიკიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი იყო. მის მაცხოვრებლებში კი სიმდიდრითა და ოჯახიშვილობით სახელი დიოსკორეს ჰქონდა განთქმული. ყველასათვის სასურველი სასიძო მალევე დაოჯახდა და ქალიშვილი შეეძინა. იდილია მეუღლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაარღვია. ქალიშვილის აღზრდა მარტომ დაიწყო. ბარბარე გაიზარდა და ზღაპრული პრინცესასავით დამშვენდა. გაზულუქებულმა დიოსკორემ ჩათვალა, რომ ღარიბები და სხვა მდაბიოები მის […]
2010 წ. 11 დეკემბერი. 23 საათი. თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი 10 – მდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ შუქი ჩაქრა. ელექტრო ენერგიის შეწყვეტიდან 15 წუთში ფიროსმანს რომ დავენახეთ, ალბათ ბედნიერებისგან ძალიან ბევრს იტირებდა. მისი ოცნება ჩვენ განვახორციელეთ, სანთლის შუქზე ჩაის ვსვამდით და ფრიად მაღალ […]
ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი, უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, […]
(ელენე დარიანის ჯერ დაუბეჭდავი ლექსი) ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი, ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის, და ისე ველი ვიღაც ვაჟსა, ვით ალს კანდელი, ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს. ვგრძნობ, მეპარება ფეხშიშველი, უშარიშუროთ, და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს… ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო, ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს. […]