ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. უბრალოდ, მეტისმეტად იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. არადა გული ცუდს თითქოს არ გვიგრძნობდა. სულ ტყუილია, მეექვსე გრძნობასა და ამისთანებზე რომ ყვებიან ხოლმე. ზურამ კი მითხრა, ცხელი შოკოლადი დავლიოთო, მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი საღამო იყო, კაფეში ჯდომისა და ვერლენის პოეზიაზე საუბრის პერსპექტივამ არ მომხიბლა. ფული ბევრი აღარ გვქონდა დარჩენილი (ან კი რა დაგვრჩებოდა ბოლო […]

Read more

30 ოქტომბერს თბილისის მეცამეტე ჯაზ-ფესტივალი სურპრიზებით დასრულდა. პირველი სურპრიზი ჯგუფ White Elephant-ის ‘ნანგრევებზე აღმოცენებული’, ბენდი L’image იყო.  L’image უმაღლესი კლასის პროფესიონალების ის გაერთიანებაა, რომელიც არასტაბილური მდგომარეობით და საქმიანობით გამოირჩევა. ადვილი შესაძლებელია, ჩვენ, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, ის იღბლიანი გამონაკლისები ვართ, ვინც ბენდს ცოცხალი შესრულებით უკანასკენლად მოუსმინა. ძმები ბლუზების მოლოდინში, სცენაზე მათ გამოჩენას დიდი ოვაციებით არ შევმხვდარვარ, […]

Read more

ჯო ზავინული ჯაზის ის ლეგენდაა, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც დიდი ნოვატორი. სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფი THE SYNDICATE და ბენდის წევრები შესრულების მანერის ორიგინალურობის  მიხედვით აარჩია. ჯო ზავინული 2007 წელს გარდაიცვალა. ჯგუფმა მოღვაწეობა გააგრძელა და მათმა ახალმა ალბომმა “ჯო ზავინული 75” გასულ წელს უმაღლესი მუსიკალური ჯილდო “გრემიც” დაიმსახურა. The Syndicate თბილისის ჯაზ-ფესტივალს ალბომის პრომოუშენისთვის დაგეგმილი მსოფლიო […]

Read more

დიახ, დღეს ესპანეთში ვიყავი. ჩემი დიდი პარიზული ოცნების შესახებ გეცოდინებათ. აი, მის მეზობელზე კი არასდროს მიფიქრია. თურმე, სულ ტყუილად. გავიცანი ტიპური ლათინოამერიკელი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც თავის სასიყვარულო ისტორიას ისეთი მხატვრულად და იმდენად გატაცებით ყვებოდა, სმენად ვიქეცი. ლამაზი და შარმიანი დიასახლისი უცნობ მამაკაცზე ყოფილა შეყვარებული. მისი ოცნების პრინცი ყოველ საღამოს, სამსახურიდან შინ მიმავალი, პროდუქტებს სწორედ ამ […]

Read more

თბილისის ჯაზ-ფესტივალი დაიწყო და მეც, როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ბლოგერი, დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გამოვცხადდი. განწყობა  – არაჩვეულებრივი; მოლოდინი – არნახული და არგაგონილი; და, აი, სცენაზეა მაქქოი თაინერი თავის ბენდთან ერთად. მაქქოი  წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მარკაა. მისი დანახვისას გაურკვეველი მოწიწება გამიჩნდა, პატივისცემა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მისი მუსიკაც ასეთი იყო, ლირიკული და არც ისე ცეცხლოვანი. თუმცა, პირველივე […]

Read more

„რა ზიანის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისთვის კბილის საწმენდ საშუალებას“  – გასულ კვირას ამ შეკითხვით მოგვესალმა მოამბეს წამყვანი და ქართულ მედიასაც  საჭორაო თემა მიეცა. ერთი შეხედვით,  გასახარია, როგორც იქნა, ქართული მედია სტომატოლოგიის ნოვაციებით დაინტერესდა, მაგრამ კოვზი ნაცარში მეორე წინადადების მოსმენისთანავე ჩამივარდა:   „მსოფლიოს სტომატოლოგთა ასოციაცია შიშობს, რომ ქიმიური ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელსაც“ ქოლგეით ტოტალი“ შეიცავს, ჰორმონულ დარღვევებს იწვევს“… გეთანხმებით, […]

Read more

2010 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ყოველწლიური, რიგით მეცამეტე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება 27.10.10 /20:00 CHRISTIAN SCOTT QUINTET Christian Scott –  აღიარებული მესაყვირე, ნოვატორი, რომელმაც ჰიპ-ჰოპის და ჯაზის სინთეზი იმდენად უმტკივნეულოდ მოახდინა, რომ არც რეპის მოყვარულები გაანაწყენა და არც ტრადიციული ჯაზის დამცველები.ის არც თუ სახარბიელო  სოციალური გარემო, რომელშიც იზრდებოდა,  მისი პიროვნების და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენდა. შედეგად […]

Read more

1890 წელი გაზაფხული… ” – დილაზე ლიზასთან მივიდა მისი მეგობარი ქალი და აღშფოთებულმა უამბო, ვანოს წუხელ ბაგრატიონების ქალი უთხოვიაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და რისხვა გამოეხატა. ვანო მოვარდა,  ჩაუვარდა მუხლებში, სცადა აეხსნა, რომ დალეული იყო, რომ ეპატიებინა მისთვის. ისე ემუდარებოდა, მე ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისაკენ უჩვენა გზა… ლიზა ფეხმძიმედ იყო. ვანო […]

Read more

მათუსალამ, ბიბლიური პერსონაჟების მამამ,  969 წელი იცოცხლა. ყველაფერს აქვს საზღვარიო, იფიქრა დედაბუნებამ და ერთ დღესაც სიკვდილი მოუსწრაფა. მაგრამ ადამიანი უკუღმართი რომაა, სიკვდილიც ასეთი იცის _ ამჯერად დრო ვერ შეარჩია – ის ისაა მსოფლიო წარღვნა უნდა დაწყებულიყო. წარღვა ვის ახსოვდა… სამყარო მის გლოვას  გადაჰყვა და .. წარღვნაც ერთი კვირით გადაიდო. რა შუაშია ეს ნეტგაზეთთან? მაცადეთ.. არც […]

Read more

აი, რითი სჯობს მაია ასათიანი და მისი „პროფილი“ სხვებს ეს წინადადება უკვე თავზარდამცემია. მოვბრუნდები… პრობლემა – სექსი/უსექსობა ეკა ხოფერიას “აუდიტორია”… ჩემი მეზობელი მახსენდება ხოლმე, რომელიღაც ენჯეოში საქმიანობდა. ერთხელ სამეზობლოში ქოთქოთებდა, მავანი და მავანი მოვიდა, 12 შვილი ჰყავს და დასაქმებას მოითხოვდაო. მეზობელს უპასუხია: მხოლოდ იმიტომ, რომ დებილებს ამრავლებ, პრივილეგიები ვერ მოგენიჭებაო. მაშინ ძალიან გავბრაზდი ერთი მხრივ […]

Read more

“…ფრთიანი სანდლები, უჩინმაჩინის ქუდი, ხმალი და ფარი გააყოლეს პერსევსს ათენამ და ჰერმესმა გორგონა მედუზას დასამარცხებლად. პერსევსმა ჭკუა იხმარა, ფარში უყურებდა მის ანარეკლს და ფრთხილად მიუახლოვდა. თავი ისე მოჰკვეთა,  თვალებში არც ერთხელ შეუხედავს. მისი ნეშთიდან ორი არსება – ჯადოსნური ცხენი პეგასი და  ქრიაზორი დაიბადნენ. მედუზა ხომ პოსეიდონისგან იყო ორსულად…” 1956 წლის ზაფხულის არდადეგებს ჯო წიგნების  კითხვაში […]

Read more

ქალები ყოველთვის ცოტა ჩრდილში რომ არიან, ეს ყველამ იცის. თურმე ამჟამად განსაკუთრბეით ( იუწყება ერთ-ერთი შემაშფოთებელი სტატისტიკა) ცხადია, ეს ასე არ უნდა იყოს და დღეს მორიგ ქალბატონს წარმოგიდგენთ. ჩემი საყვარელი მარო მაყაშვილი. პირველი ქართველი გმირი ქალი. მაშინ კომპიუტერი და ინტერნეტი რომ ყოფილიყო, ბლოგერი იქნებოდა. რაკი არ იყო, დღიურებს წერდა. ამ დღიურებით დღეს ახალი ბლოგი იწერება. დიდი […]

Read more