იმის მიუხედავად, რომ 90-იანების “შვილი ვარ”, შეგნებულ ცხოვრებას რომ ეძახიან, რაც მას შევუდექი, შემიძლია საკუთარი თავი პატიოსან მოქალაქედ შევაფასო –  პატიოსნად ვიცავ ყველა წესსა და კანონს, რაც მსმენია და ვიცი, ან მგონია, რომ უნდა არსებობდეს. ნუ, კაი, “ბიჩოკი” მანქანის ფანჯრიდან გადამიგდია და ადმინისტრაციულ დაწესებულებებშიც მომიწევია, თუმცა, ამის მეტი განსაკუთრებული არაფერი მახსენდება. ერთი სიტყვით, ავადსახსენებელი შევარდნაძისდროინდელი […]

Read more

ლამასის კელტური ფესტივალის წინა დღეები ყოველთვის სიხარულით, აღტაცებებებითა და სასიამოვნო მოლოდინებითაა სავსე, ყოველ შემთხვევაში, მერი სლესორისთვის ასე იყო. არა იმიტომ, რომ თავად ფესტივალისგან მოელოდა რამე განსაკუთრებულს, არა, უბრალოდ, ამ დროს, მამამისი და ძიძა სავაჭროდ მიდიოდნენ. სახლი კი პატარა მერის განკარგულებაში რჩებოდა. თან, არც მეტი, არც ნაკლები – შობამდე. მერი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო შეძლების შოტლანდიური ოჯახის […]

Read more

წუხელ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე. იმდენაც აღვფრთოვანდი, მთელი ღამე აღარ დამეძინა. ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო, დღეს კი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. გადავწყვიტე, ფილმი თქვენთვისაც გამეზიარებინა. წერა დავიწყე. თითქმის რვა ფურცელი გავავსე, შემდეგ კი შევწყვიტე. საუბარია ტემპლ გრანდინზე, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების დოქტორზე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორზე. ტემპლ გრანდინს აუტიზმის დიაგნოზი 1950 წელს, […]

Read more

THE SECOND SEX Simone de Beauvoir სიმონა 1908 წელს პარიზში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგული ბურჟუაზიული საზოგადოება, ხავსს ეჭიდებოდა და სტატუსის დაკარგვა ისეთი რანგის ტრაგედიამდე იყო ასული, რომ ახალდამთავრებული მსოფლიო ომი არაფრად იყო ჩასაგდები. სიმონა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც, 14 წლის ასაკში, ათეისტი დაბრუნდა. სიმონას ახალგაზრდობა ფემინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა. მეოცე საუკუნის […]

Read more

ცოტა რამ ვიცით იმ  ლამაზი ადამიანების ფარულ ურთიერთობებზე, რომლებმაც იციან, რომ ლამაზები არიან;  და საერთოდ არაფერი  – ლამაზი ბიჭების ურთიერთობაზე, რომლებიც მეგობრებს ჰგვანან, სინამდვილეში კი, შეიძლება, ერთმანეთი სძულდეთ კიდეც. როცა ერთმანეთს უღიმიან, ამ ღიმილში გაუთვითცნობიერებელ სინაზეს გულისხმობენ. ჩვენი მთავარი პერსონაჟი დივინია. გასული საუკუნის პარიზელი. მის სუნამოს მძაფრი სუნი ჰქონდა, ვულგარული. თუმცა, კარგი და დახვეწეილი გემოვნებით […]

Read more

გალაქტიკაში უმარავი მავნებლობა არსებობს – უკურნებელი დაავადებები, სტიქიური უბედურებები, მავნე ჩვევები, მაგრამ არსებობს ერთი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს: ნანუკა ჟორჟოლიანი_თავისი შოუთი. 19 აპრილის გადაცემას სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა საზიზღრობას. ჩემი ერთი ნათესავი მახსენდებოდა, თავად რომ ამბობდა, ლოთი და უწიგნური ვარო და ეს აღიარება გმირობა ეგონა. ასე დაიწყო  ნანუკამაც: ასე, ხელაღებით რომ მკითხოთ მე, ჩემი დამოკიდებულება […]

Read more

მოდი, ყველა ერთად იმ ქუჩაზე წავიდეთ, სადაც სინათლე მხოლოდ მბჟუტავი ლამპის საცოდაობაა, სადაც წითელი ისევ უყვართ, ფრაკებიც აცვიათ და დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ურჩევნიათ. ასე ვფიქრობდი და რაკი ვიცოდი, არავინ გამომყვებოდა, არც არავისთვის შემითავაზებია. მარტო წავედი. ის ლოთიც ვნახე, ბოთლით ხელში რომ დადის და იგინება, საიდანღაც ბრჭყვიალა ტრანსექსუალებიც გამოცვივდნენ ვარდისფერი ფეხსაცმელებით. ვულგარული, სქელი, წითელპომადიანი ქალები […]

Read more

2010 წ. 11 დეკემბერი.  23 საათი.  თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი 10 – მდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ შუქი ჩაქრა. ელექტრო ენერგიის შეწყვეტიდან 15 წუთში ფიროსმანს რომ დავენახეთ, ალბათ ბედნიერებისგან ძალიან ბევრს იტირებდა. მისი ოცნება ჩვენ განვახორციელეთ, სანთლის შუქზე ჩაის ვსვამდით და ფრიად მაღალ  […]

Read more

ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი,  უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, […]

Read more

აი, რითი სჯობს მაია ასათიანი და მისი „პროფილი“ სხვებს ეს წინადადება უკვე თავზარდამცემია. მოვბრუნდები… პრობლემა – სექსი/უსექსობა ეკა ხოფერიას “აუდიტორია”… ჩემი მეზობელი მახსენდება ხოლმე, რომელიღაც ენჯეოში საქმიანობდა. ერთხელ სამეზობლოში ქოთქოთებდა, მავანი და მავანი მოვიდა, 12 შვილი ჰყავს და დასაქმებას მოითხოვდაო. მეზობელს უპასუხია: მხოლოდ იმიტომ, რომ დებილებს ამრავლებ, პრივილეგიები ვერ მოგენიჭებაო. მაშინ ძალიან გავბრაზდი ერთი მხრივ […]

Read more

დამერწმუნეთ, საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალბატონ თამარ სადღობელაშვილს (Тамара Садгобелашвили) (გვარს თუ ვამახინჯებ, მომიტევეთ, წვრილმანია) მერი გრიფიტთან ( Mary Griffith ). ახლავე გაიგებთ.. ჯერ მერის ისტორია უნდა მოვისმინოთ. მერი მკვლელია. მან საკუთარი შვილი მოკლა. მისი ისტორია ადამიანური ტრაგედიაა. ჩვენი მეორე გმირი ბობია, ბობი გრიფიტი. “კეთილი და ალერსიანი,  მხიარული. უყვარდა ძველი ფილმების ყურება, განსაკუთრებით “Seven Year Itch”, მერლინ […]

Read more

რა შუაშია ეს სათაური, პოსტის კითხვისას მიხვდებით. როგორც წესი, ჩემი პოზიციის პირდაპირი დაფიქსირებისგან თავს ვიკავებ ხოლმე. აქაც კი, ჩემს ბლოგზე. მაგრამ… დღევანდელი აქცია ილიას უნივერსიტეტთან საინტერესო იყო, თან რამდენიმე მიზეზი გამო. маразм крепчает თუმცა, იქნებ ცუდი სულაც არაა. ბოლოს და ბოლოს, ხალხი ალაპარაკდა.  ვნებათაღელვაა..  მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები.. ყვითელ ავტობუსებში, კაფეებში, ბარებში, სალონებში… ყველგან ყველას […]

Read more