…ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში. წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას. ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას. დრო ჰქმნის ბელადებს. მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო. იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში. შეუძლებელია. გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსისო, ამბობდა მარიამ ტყემალაძე, იგივე მარიჯანი. საბჭოთა საქართველოს პოეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი. ამას […]
გუშინ ქეთო ბებია გარდაიცვალა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს, განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. რაღაცნაირად ბავშვობას გამოვემშვიდობე. ჩემი ბავშვობა კი პირველ რიგში, სიღნაღს უკავშირდება. იქ ჩემი დიდი ბებია ნინა ცხოვრობდა. უცნაური ცხოვრება ჰქონდა. ვის ოჯახში გაიზარდა, არც ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1905 წელს დაიბადა. ( 2006-ში გადრაიცვალა) რა გვარი იყო მანამ არავინ იცოდა, სანამ საპატრიარქომ სიღნაღის […]
– ალიო… დიახ? აა, ხო, მაიკო, არა მიშავს, შენ როგორ ხარ? რაააა? რას ლაპარაკობ?! როდის? ხო, მოდი, დაგელოდები… გამარჯობა. ეს დადეჩემია – ყველაზე აფექტური ადამიანი. მისი რეაქციას ვუყურებ და თვალწინ ჩემმა ბავშვობამ გამირბინა. ეზო, სადაც ახლა ვდგავარ, ისევ ისეთია. მართლა არაფერი შეცვლილა. აქ გაიზარდა ჩემი და, კაკაწად წოდებული ნინო. გამახსენდა ყველა ის სისაძაგლე, რაც მის […]
„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით […]
50 ქალი
50 ქალი 50 წიგნი LGBT კინომანია ლიტერატურა მატრიარქატი საზოგადოება სექსიზმი სტერეოტიპები უმცირესობები ფემინიზმი
THE SECOND SEX Simone de Beauvoir სიმონა 1908 წელს პარიზში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგული ბურჟუაზიული საზოგადოება, ხავსს ეჭიდებოდა და სტატუსის დაკარგვა ისეთი რანგის ტრაგედიამდე იყო ასული, რომ ახალდამთავრებული მსოფლიო ომი არაფრად იყო ჩასაგდები. სიმონა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც, 14 წლის ასაკში, ათეისტი დაბრუნდა. სიმონას ახალგაზრდობა ფემინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა. მეოცე საუკუნის […]
ცოტა რამ ვიცით იმ ლამაზი ადამიანების ფარულ ურთიერთობებზე, რომლებმაც იციან, რომ ლამაზები არიან; და საერთოდ არაფერი – ლამაზი ბიჭების ურთიერთობაზე, რომლებიც მეგობრებს ჰგვანან, სინამდვილეში კი, შეიძლება, ერთმანეთი სძულდეთ კიდეც. როცა ერთმანეთს უღიმიან, ამ ღიმილში გაუთვითცნობიერებელ სინაზეს გულისხმობენ. ჩვენი მთავარი პერსონაჟი დივინია. გასული საუკუნის პარიზელი. მის სუნამოს მძაფრი სუნი ჰქონდა, ვულგარული. თუმცა, კარგი და დახვეწეილი გემოვნებით […]
არა, Ernest Thompson Seton ან ჩემი ბლოგი არაფერ შუაშია. ეს სხვა ისტორიაა, სხვა ამბავი. ისე, სათაური შემთხვევით არ შემირჩევია. ალბათ გახსოვთ ერნესტ ტომპსონის სამეფო ანალოსტანელი – კატა, რომელიც ქუჩაში, ბინძურ ურნებში იზრდებოდა, ცბიერმა ვაჭარმა რომ დაიჭირა, გამოკვება, გაალამაზა, ანალოსტანის სამეფო ჯიშად გაასაღა და ძვირად გაყიდა. კატა სიმდიდრესა და ფუფუნებაში იზრდებოდა – მეფური ცხოვრებით, მაგრამ ღამ-ღამობით […]
გალაქტიკაში უმარავი მავნებლობა არსებობს – უკურნებელი დაავადებები, სტიქიური უბედურებები, მავნე ჩვევები, მაგრამ არსებობს ერთი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს: ნანუკა ჟორჟოლიანი_თავისი შოუთი. 19 აპრილის გადაცემას სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა საზიზღრობას. ჩემი ერთი ნათესავი მახსენდებოდა, თავად რომ ამბობდა, ლოთი და უწიგნური ვარო და ეს აღიარება გმირობა ეგონა. ასე დაიწყო ნანუკამაც: ასე, ხელაღებით რომ მკითხოთ მე, ჩემი დამოკიდებულება […]
“…მუჰამედს (კურთხეულ იყოს მისი სახელი!) მარცხენა გვერდზე წამოწოლა უყვარდა. თავის ფიქრებში ღრმად ჩაძირული, მუხლებზე ხელებს შემოიხვევდა ხოლმე ან პატარა ჯოხით მიწას ჩიჩქნიდა. ძილის დროს კი მარჯვენა გვერდზე წვებოდა და ხელის გულს ლოყის ქვეშ იდებდა. ხშირად ზურგზე, ზოგჯერ კი ფეხებდადადებულიც იწვა. პირქვე წოლა ეჯავრებოდა და ამას სხვებსაც უკრძალავდა. ძილის წინ ხელებს იბანდა და ლოცებს აღუვლენდა ღმერთს. […]
გინდა, კარიესმა არასდროს შეგაწუხოს? კბილი არასდროს აგტკივდეს? ღრძილებიდან სისხლდენა არასდროს გაწუხებდეს? ეს არც ისე ძნელია. მთავარია, იცოდე, კბილებს როგორ უნდა მოუარო. ნეტგაზეთზე ახალი პოსტი ვშობე. მცირე ნაწილს აქ გადმოვიტან, თან ვიდეოებს დავურთავ. “ოთახი ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც გამოუგვია. თუ არა, ფანტაზიას მოუხმეთ და წარმოიდგინეთ, რომ ცოცხით მტვერი მოაგროვეთ და ოთახიდან გატანას ლამობთ. ზღურბლთან რომ […]
გესთ პოსტის დაწერა ძნელი სულაც არ ყოფილა. მერე რა, რომ სხვის ბლოგზე, სხვის სივრცეში იჭრები. თუ გიშვებს – უნდა შეხვიდე. ხოდა, როცა ზურამ, პირადად ჩემთვის ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა (“სემიჩკასავით წასაკითხმა”) ბლოგერმა სტუმრის სტატუსით მომიწვია, გადავწყვიტე, როგორც მასპინძლით კმაყოფილ სტუმარს შეეფერებოდა, ძალიანაც გავხსნილიყავი. პირადი დაკვირვებიდან და მეორე დღის კომენტარებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ სიმთვრალეში ყველაზე მეტად შევიგრძნობ, […]
უუ ლა ლა ლა… თბილისში ჯაზ-სერიები დასრულდა. ბოლო კონცერტი 22 მარტს, ივენთ ჰოლში ჩატარდა. აკი მოგახსენეთ, დვეინ დოპსი ყველანაირი გემოვნების მქონდე მსმენელის გულს მოიგებს-მეთქი. არ ვცდებოდი და თანაც როგორ არ ვცდებოდი! კარგი, სხვებზე არ ვისაუბრებ. მე ასეთი სიამოვნება არასდროს, არც ერთ კონცერტზე მიმიღია! ნებისმიერი სიტყვა ან წინადადება, რომელიც ჩემს იმდროინდელ ემოციებს აღწერდა, ალბათ ძალიან პათეტიკურად […]