გაზეთ “ბათუმელების” 34-ე ( 406-ე) ნომერში ჟურნალისტ ნანა კვაჭაძის სტატია  ” ეროტიკული პოეზიის უცნობი ავტორი” დაიბეჭდა. სტატიას პატარა ინტერვიუც ახლავს, სადაც ტიციან ტაბიძის მიერ ვალერიან გაფრინდაშვილისადმი გამოგზავნილ იმ ორ წერილზე ვსაუბრობ, რომელიც მთელ ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თუ რატომ, ამას ქვემოთ გაიგებთ. 1916 – 1917 წლებში ტიციანი ვალერიანს, მოსკოვიდან ორ წერილს უგზავნის, […]

Read more

იმაზე ვფიქრობდი, რა დამეწერა ზურასთან სტუმრად ყოფნისას, როდესაც ნახევარმა ფეისბუქ საქართველომ უელბეკის გაუჩინარების შესახებ სტატია გაუზიარა თანაკედლელებს. თორმეტ სექტემბერს იგი ამსტერდამში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე, ოთხი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და აქამდე უშედეგოდ ეძებენ. ეს ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ მისი რაიმე ახირება იყოს, მაგრამ ამ მოვლენას მედიამ უკვე დაუკავშირა უელბეკის მიერ შემქნილი რამდენიმე მთავარი გმირის გადაწყვეტილება, […]

Read more

…ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში. წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას. ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას. დრო ჰქმნის ბელადებს. მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო. იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში. შეუძლებელია. გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსისო, ამბობდა მარიამ ტყემალაძე, იგივე მარიჯანი.  საბჭოთა საქართველოს პოეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი. ამას […]

Read more

გუშინ ქეთო ბებია გარდაიცვალა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს, განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. რაღაცნაირად ბავშვობას გამოვემშვიდობე. ჩემი ბავშვობა კი პირველ რიგში, სიღნაღს უკავშირდება. იქ ჩემი დიდი ბებია ნინა ცხოვრობდა. უცნაური ცხოვრება ჰქონდა.  ვის ოჯახში გაიზარდა, არც ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1905 წელს დაიბადა. ( 2006-ში გადრაიცვალა) რა გვარი იყო მანამ არავინ იცოდა, სანამ საპატრიარქომ სიღნაღის […]

Read more

– ალიო… დიახ? აა, ხო, მაიკო, არა მიშავს, შენ როგორ ხარ? რაააა? რას ლაპარაკობ?! როდის? ხო, მოდი, დაგელოდები… გამარჯობა. ეს დადეჩემია – ყველაზე აფექტური ადამიანი. მისი რეაქციას  ვუყურებ და თვალწინ ჩემმა ბავშვობამ გამირბინა. ეზო, სადაც ახლა ვდგავარ, ისევ ისეთია. მართლა არაფერი შეცვლილა. აქ გაიზარდა ჩემი და, კაკაწად წოდებული ნინო. გამახსენდა ყველა ის სისაძაგლე, რაც მის […]

Read more

„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით […]

Read more

THE SECOND SEX Simone de Beauvoir სიმონა 1908 წელს პარიზში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგული ბურჟუაზიული საზოგადოება, ხავსს ეჭიდებოდა და სტატუსის დაკარგვა ისეთი რანგის ტრაგედიამდე იყო ასული, რომ ახალდამთავრებული მსოფლიო ომი არაფრად იყო ჩასაგდები. სიმონა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც, 14 წლის ასაკში, ათეისტი დაბრუნდა. სიმონას ახალგაზრდობა ფემინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა. მეოცე საუკუნის […]

Read more

ცოტა რამ ვიცით იმ  ლამაზი ადამიანების ფარულ ურთიერთობებზე, რომლებმაც იციან, რომ ლამაზები არიან;  და საერთოდ არაფერი  – ლამაზი ბიჭების ურთიერთობაზე, რომლებიც მეგობრებს ჰგვანან, სინამდვილეში კი, შეიძლება, ერთმანეთი სძულდეთ კიდეც. როცა ერთმანეთს უღიმიან, ამ ღიმილში გაუთვითცნობიერებელ სინაზეს გულისხმობენ. ჩვენი მთავარი პერსონაჟი დივინია. გასული საუკუნის პარიზელი. მის სუნამოს მძაფრი სუნი ჰქონდა, ვულგარული. თუმცა, კარგი და დახვეწეილი გემოვნებით […]

Read more

არა, Ernest Thompson Seton ან ჩემი ბლოგი არაფერ შუაშია. ეს სხვა ისტორიაა, სხვა ამბავი. ისე, სათაური შემთხვევით არ შემირჩევია. ალბათ გახსოვთ ერნესტ ტომპსონის სამეფო ანალოსტანელი – კატა, რომელიც ქუჩაში, ბინძურ ურნებში იზრდებოდა, ცბიერმა ვაჭარმა რომ დაიჭირა, გამოკვება, გაალამაზა, ანალოსტანის სამეფო ჯიშად გაასაღა და ძვირად გაყიდა. კატა სიმდიდრესა და ფუფუნებაში იზრდებოდა – მეფური ცხოვრებით, მაგრამ ღამ-ღამობით […]

Read more

გალაქტიკაში უმარავი მავნებლობა არსებობს – უკურნებელი დაავადებები, სტიქიური უბედურებები, მავნე ჩვევები, მაგრამ არსებობს ერთი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს: ნანუკა ჟორჟოლიანი_თავისი შოუთი. 19 აპრილის გადაცემას სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა საზიზღრობას. ჩემი ერთი ნათესავი მახსენდებოდა, თავად რომ ამბობდა, ლოთი და უწიგნური ვარო და ეს აღიარება გმირობა ეგონა. ასე დაიწყო  ნანუკამაც: ასე, ხელაღებით რომ მკითხოთ მე, ჩემი დამოკიდებულება […]

Read more

“…მუჰამედს (კურთხეულ იყოს მისი სახელი!) მარცხენა გვერდზე წამოწოლა უყვარდა. თავის ფიქრებში ღრმად ჩაძირული, მუხლებზე ხელებს შემოიხვევდა ხოლმე ან პატარა ჯოხით მიწას ჩიჩქნიდა. ძილის დროს კი მარჯვენა გვერდზე წვებოდა და ხელის გულს ლოყის ქვეშ იდებდა. ხშირად ზურგზე, ზოგჯერ კი ფეხებდადადებულიც იწვა. პირქვე  წოლა ეჯავრებოდა და ამას სხვებსაც უკრძალავდა. ძილის წინ ხელებს იბანდა და ლოცებს აღუვლენდა ღმერთს. […]

Read more

გინდა, კარიესმა არასდროს შეგაწუხოს? კბილი არასდროს აგტკივდეს? ღრძილებიდან სისხლდენა არასდროს გაწუხებდეს? ეს არც ისე ძნელია. მთავარია, იცოდე, კბილებს როგორ უნდა მოუარო. ნეტგაზეთზე ახალი პოსტი ვშობე. მცირე ნაწილს აქ გადმოვიტან, თან ვიდეოებს დავურთავ. “ოთახი ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც გამოუგვია.  თუ არა, ფანტაზიას მოუხმეთ და წარმოიდგინეთ, რომ ცოცხით მტვერი მოაგროვეთ და ოთახიდან გატანას ლამობთ. ზღურბლთან რომ […]

Read more