კალაბარის თეთრი დედოფალი
მოსაღამოვდა. მერი მასპინძლებს გამოემშვიდობა და შინისკენ წავდა. დედა აივანზე, სარწეველა სავარძელში მშვიდად იჯდა. მუხლებზე ჭრელი, დალიანდაგებული საბანი ეფარა და ჩინდაკარგული თვალებით აღმოსავლეთს გასცქეროდა, საქონელი ბოსელში იყო დაბინავებული. მერის ეუცნაურა, რომ დედამ ცხელი რძე არ დაახვედრა.
-დედა, რამდენი დღე დარჩა შობამდე? მოჩვენებითი აღტაცებით ჰკითხა მერიმ, კალთაში ჩაუხტა და სარწეველა გააქანა.
დედას პასუხი არ გაუცია, სახე მიაბრუნა და მერიმ შენიშნა, რომ ტიროდა..
-ნუ ღელავ, დედა, მამას არაფერი მოუვა, უვნებელი დაგვიბრუნდება. შესაძლოა წელს ადრეც კი ჩამოვიდეს, წმინდა მელინის დღესასწაულამდე. (ეს დღესასწაული თორმეტ დეკემბერსაა).
მაგრამ ყველაფერი იმაზე გაცილებით ცუდად იყო, ვიდრე მერი ვარაუდობდა. სახლის მეორე სართულზე საკუთარი მამა გადაეყარა…
თვითმკვლელობა და სიმღერები
ბოძს ქვებს ყველა მხრიდან უშენდნენ. უმეტესობა მიზნში ხვდებოდა. ქალი არ ყვიროდა, მაგრამ ცოტა ხანში ბრბოს აღტაცების ძახილი აღმოხდა. ერთ-ერთ ძლიერ მამაკაცს შედარებით დიდი ზომის, მძიმე და წახნაგოვანი ქვა მოეძებნა. ჯერ კარგა ხანს იღებდა მიზანში ქალის მისუსტებულ სხეულს, შემდეგ კი ქვა მთელი ძალით გასტყორცნა და მუცელში გაარტყა. გრძელი ჩადრიდან სისხლმა იჩქეფა და იმ დღის ნაშუადღევი წითლად შეღება. ასე სწორედ ამან აღაფრთოვანა ბრბო. იმავე ზომის მეორე ქვა ქალს მხარში ესროლეს… ამან კი უფრო მეტი სისხლი და აპლოდისმენტები გამოიწვია.
Bossa Nova
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია.
მოიცადეთ! „იყო და არა იყო რა“ კარგი დასაწყისია ზღაპრისათვის, მეძავის ამბავი კი უთუოდ ზრდასრული ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. როგორ შეიძლება, პოსტი ასეთი აღმაშფოთებელი წინააღმდეგობით იწყებოდეს? მაგრამ, ვინაიდან, ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი — უფსკრულის პირას, მოდი, მაინც გავაგრძელოთ ისე, როგორც დავიწყეთ. მაშ, ასე:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია, რომელიც მეძავი არ იყო.
შაბათი გათენდა. მარიას ღამე გაეთენებინა. ვერაფრით დაიძინა, უჩვეულოდ იყო აღელვებული. შინიდან ისე გავიდა, მშობლებს არ შეუნიშნავთ. წერილი დატოვა. 1 საათში მატარებელში იყო. მთელი დღე იმგზავრა. რიოში ჩასულმა უკვე ინანა, ვნებებს ასე სულელურად რომ აჰყვა. გზა მაინც განაგრძო. დანიშნულების ადგილამდე მისვლას კიდევ რამდენიმე საათი მოანდომაა. იქ მისულს კი აღარც დაღლილობა, აღარც მშობლების შესაძლო რისხვა და აღარც შეყვარებული ახსოვდა, რადგან…
ჯო და ოცნების თავგადასავალი
1956 წლის ზაფხულის არდადეგებს ჯო წიგნების კითხვაში ატარებდა. ვერაფრით ამოეხსნა ამოცანა, როგორ შეეძლო მედუზა გორგონას ადამიანების გაქვავება. რა იმალებოდა მისტიკური არსების მიღმა. “მხოლოდ ერთი შეხედვით იცვლება მთელი ცხოვრება, ერთი წამი წყვეტს ყველაფერს… რა არის ამ ქალის თვალებში ისეთი, ყველაზე გულად გმირებსაც რომ ატყვევებს? რას ხედავენ ისინი? რა იცვლება ასე უცებ? ეს შეკითხვები მოსვენებას არ აძლევდა. მერე საკითხს ჩაუღრმავდა… ნეტავ მის ცხოვრებაში თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა? ამის შესახებ მას არ ეცოდინებოდა – პერსევსის გარდა ხომ არავინ იცოდა იმ წამიერი ცვლილების შედეგი… ამას სიცოცხლის ბოლოს აცნობიერებ, თუ ეს მომენტი მაშინვე არ დგება. პრინციპში, არც პერსევსმა იცოდა…
პეპლის მოტეხილი ფრთა
მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო პეპლის მოტეხილი ფრთა. რაკი ფურცელი დიდი იყო, ფრთა კი რამდენიმე მილიმეტრზე მეტი ვერაფრით იქნებოდა, გარშემო გავაფერადე და ჩემი შედევრი მშობლებს წარვუდგინე. გულისფანცქალით ველოდი, როდის შემაქებდნენ, მაგრამ არა. თვალებში არ შემიხედავს, თორემ, დარწმუნებული ვარ, დედაჩემს გუგები
გაუფართოვდებოდა. პეპელა ვერ დაინახა. საერთოდ, როგორც წესი, ვერავინ ხედავს იმას, რაც მინდა, რომ დაინახონ. ამას შეგუებული ვარ. მგონი დედაჩემს ჰგონია, რომ არ მიყვარს, არადა ასე არაა. ისე, რომც მოსწონებოდა, მაინც არაფერს მეტყოდა. უბრალოდ, შეიძლება, ტელეფონისკენ გაქცეულიყო და ყვირილი დაეწყო. უცნაური ქალია.
ჩემი ნახატი წამოვიღე და ოთახში დავბრუნდი. ფანქრები ავიღე და პეპლების ხატვა განვაგრძე. ფურცლები რომ დამიმთავრდა, კედლებზე გადავედი, სადამდეც შევწვდი, მოვხატე, შემდეგ იატაკს მივადექი. მე ვხატავდი, დედაჩემი – ყვიროდა.
სამეფო ანალოსტანელი II
რამდენიმე საათი გავიდა. პაციენტები მომრავლდნენ. გავერთე, მაგრამ ყუთზე თვალი მაინც მეჭირა. უცებ ვეღარ დავინახე, გული შემიქანდა. ნაგვის მანქანა იყო მოსული. მეეზოვეები ბუნკერებს ცლიდნენ. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. კართან დედა-კატაც ამედევნა. ერთ-ერთ მეეზოვეს წინ დავუდექი. არაფერი მითქვამს, არც ის ვიცი, სახეზე რა მეწერა. უფრო იმას ვცდილობდი, მის მზერაში, მანერებსა და ჟესტებში რამე ისეთი აღმომეჩინა, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ეს ადამიანი ოთხ უმწეო არსებას სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. მიმიხვდა…
ივანე მაჩაბლის სამი სამკუთხედი
ვანო მაჩაბელი გაუჩინარდა. დღემდე არავინ იცის რა ბედი ეწია. ბევრი ბრალს აკაკის სდებს, ბევრი ტასოსაც ადანაშაულებს. იმასაც ამბობენ, ილიასთან კონფლიქტს შეეწირაო, იმასაც – თავი მოიკლა, მტკვარში გადახტაო. უბედური შემთხვევების შესახებაც საუბრობენ – სახლის გვერდით საკირეში ჩავარდა და დაიწვაო. მაგრამ ფაქტი ფაქტია, ვერც მისი ცხედარი იპოვეს და ვერც ვერავითარი ნივთმტკიცება, რის საფუძველზეც ვინმეს დადანაშაულებაც გამართლებული იქნებოდა. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გამთენიისას, 4 საათზე, აივნიდან ვიღაცას ესაუბრა, ვარაუდობენ, რომ ის ლევ ტოლსტოის უფროსი ვაჟი, სერგეი, უნდა ყოფილიყო, რომელიც დუხაბორებს მფარველობდა, ძებნაში მყოფ მოამბოხეებს, რომლებიც ბათუმის პორტიდან აღწერის გარეშე, სამი გემით გაიპარნენ. შესაძლებელია, ვანოც მათთან ერთად ყოფილიყო. ამ სამიდან ერთი გემი ზღვაში ჩაიძირა… არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ კიდევ ერთი ვერსია რომ განვიხილოთ, მისი ცხოვრება თავდაყირა უნდა დავაყენოთ…
ლიტერატურა
- მამაკაცი ოდნავ ჭუჭყიანი კუდით
- ყვავილების ღვთისმშობელი (18+)
- სამოვართან
- უელბეკიზაცია
- წითელი ბაირაღები
- მარო
როცა ჭუჭყის სუნი დაჰკრავს…
- როცა ჭუჭყის სუნი დაჰკრავს…
- ორი წერილის ერთი საიდუმლო
- დაკარგული ლეგენდის ძიებაში
- ელენე დარიანი
- პანტელეიმონ პეტრენკოს ხუთწლიანი ცხოვრება
- ორი სიყვარულის ერთი ამბავი
- რათ შემიგინა სინამდვილემ შმაგი ოცნება?
- ცისფერ ლეგენდაში დაკარგული ყანწელთა დედოფალი
- ივანე მაჩაბლის სამი სამკუთხედი
Tbilisi Jazz Festival
- კოჯრის ტყის სიზმრები
- ჯო და ოცნების თავგადასავალი
- Bossa Nova
- დღე პირველი
- დღეს ესპანეთში ვიყავი
- ლეგენდის მიღმა
- Sound of New Orleans
- თბილისის ჯაზ-ფესტივალი დასრულდა
Personal
- Childhood Horror Stories
- Childhood Horror Stories 2 – ჯადოსნური სკივრი
- თავგადასავლების მაძიებლები
- დაკარგული ახალგაზრდობა
50 ქალი